Jump to content
×
×
  • Create New...

თურქმა სამართალდამცავებმა მაინინგის კონტრაბანდული ტექნიკის კონფისკაცია მოახდინეს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_1043457748-300x200.jpg

თურქეთის საბაჟომ 500-ზე მეტი მაინინგის კონტრაბანდული ტექნიკის კონფისკაცია მოახდინა.

თურქეთის სამართალდამცავებმა უკანონო კონტრაბანდასთან დაკავშირებით ოპერაცია ჩაატარეს და უკანონო მაინინგის ტექნიკა აღმოაჩინეს.

ინფორმაციის მიღების შემდეგ კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლისა და სადაზვერვო ჯგუფებმა მითითებულ საწყობში, 501 ASIC, ბიტკოინის მაინინგის დანადგარი იპოვნეს. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ დაყადაღებული აღჭურვილობის სავარაუდო ღირებულება 5 მილიონი თურქული ლირა, ანუ დაახლოებით 600,000 აშშ დოლარი იყო.

სამართალდამცავებმა გამოძიების ფარგლებში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს.

ASIC-ი ბიტკოინის მოპოვების ყველაზე პოპულარული გზაა, რომელიც ელექტროენერგიის მაღალი მოხმარებით გამოირჩევა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად, სამართალდამცავი ორგანოები კიდევ ერთ აქტიურ ოპერაციას სტამბოლში ახორციელებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ, თურქეთმა კრიპტო თაღლითობებისა და გარიგებების მონიტორინგი გააძლიერა. გასულ თვეში, თურქულმა კრიპტო ბირჟამ, Thodex-მა შეაჩერა 150 მილიონზე მეტის ფინანსური ოპერაცია, რამაც ათასობით მომხმარებელს ხელი შეუშალა სახსრებზე წვდომაში.

The post თურქმა სამართალდამცავებმა მაინინგის კონტრაბანდული ტექნიკის კონფისკაცია მოახდინეს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share