Guest Merlin Posted 19 მაისი, 2021 Posted 19 მაისი, 2021 მეამა ქმნის ყავის ახალ ერას საქართველოში და ამკვიდრებს კაფსულის ყავის შეძენისა და მოხმარების ახალ, თანამედროვე და განსხვავებულ კულტურას. თბილისის შემდეგ ქუთაისი პირველი ქალაქია, სადაც მეამა სრული კონცეფციით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციასთან ერთად, საინტერესო გამოცდილებასაც გაუზიარებს. ქუთაისის ცენტრში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, მეამას ბრენდული სივრცე და ე.წ. Takeaway კონცეფციის მეამა ქოლექთის ორი ობიექტი გაიხსნა. MEAMAსივრცეში მისულ მომხმარებელს მეამას ელჩები სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდიან კომპანიის პროდუქციის შესახებ და არჩევანის სწორად გაკეთებაში დაეხმარებიან. რა ხდის კაფსულის ყავას გამორჩეულს? Რა განსხვავებაა ამერიკულ და ევროპულ ფორმატებს შორის? როგორ უნდა მოიწყო ყავის ორიგინალური კუთხე სახლში? ყველა ამ კითხვაზე პასუხი მეამას ელჩებს აქვთ და ისინი მზად არიან ყავის ნებისმიერ მოყვარულსა და მეამას პროდუქტებით დაინტერესებულ ადამიანს დაეხმარონ. განსხვავებული და განსაკუთრებული გემოს სასმლის მოყვარულები მეამა ქოლექთში სხვადასხვა უნიკალური რეცეპტით მომზადებული ყავისა და ჩაის კოქტეილის დაგემოვნებას შეძლებენ და დაიჯერებენ, რომ ერთი ყლუპით სიყვარული მართლა არსებობს. მეამას ბრენდული სივრცე საუკეთესო ადგილია ინოვაციური ყავის გამოცდილების მისაღებად. სასურველი კაფსულების შეძენამდე, შესაძლებელია ამერიკული ან ევროპული ფორმატის ყავის ან კაფსულის ჩაის დაგემოვნება, რათა მომხმარებელმა უფრო მარტივად აღმოაჩინოს ფავორიტი გემო და ზუსტად განსაზღვროს, თუ რომელი ფორმატის კაფსულის შეიძინოს. MEAMAშენობა, სადაც მეამას ბრენდული სივრცე განთავსდა, ისტორიული ძეგლია, შესაბამისად, მაქსიმალურადაა გათვალისწინებული არსებული ფასადისა და შიდა სივრცის ისტორიული დეტალები. ბრენდული სივრცის დიზაინი, ისევე, როგორც მეამას სხვა ობიექტების ვიზუალური კონცეფცია, არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. სივრცის ინტერიერში ხე, ქვა და მინა საუკეთესოდ ერწყმის ერთმანეთს, ხოლო განათება და მცენარეები კიდევ უფრო გამორჩეულ იერსა და სიმყუდროვეს სძენს მას. MEAMAქვეყნის მასშტაბით მეამას ბრენდული სივრცეებისა და ქოლექთების გამოჩენა მნიშვნელოვანი სიახლეა როგორც კომპანიისთვის, ასევე იმ ქალაქებისთვის, სადაც მეამა უკვე გაიხსნა ან სამომავლოდ გაიხსნება. მეამას ობიექტებში ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს საქართველოში შექმნილი კაფსულის ყავისა და ჩაის ახალ კულტურას და შეიძინოს მაღალი ხარისხის ადგილობრივი პროდუქცია. The post მიიღე მეტი შენი დღისგან – მეამა ქუთაისშია appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა