ფორუმელი Moor Posted 19 მაისი, 2021 Posted 19 მაისი, 2021 იოსებ მაკრახიძის კომპანიამ ბიუჯეტიდან 138 მილიონი მიიღო admin Wed, 05/19/2021 - 14:14 მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრის, იოსებ მაკრახიძის კომპანიას, შპს "იბოლიას" უკონკურენტო გარემოში და კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე 103,594,993 ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. გორის ყოფილი მაჟორიტარის კომპანიამ ქართლის მუნიციპალიტეტიდან 23,868,123 ლარის ხელშეკრულებები მიიღო, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან - 103,003,413 ლარის. 2010, 2011 და 2012 წლებში იოსებ მაკრახიძე და მისი კომპანია ნაციონალური მოძრაობის შემწირველები იყვნენ, 2016 წლიან კი მან ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს 100,000 შესწირა. შპს "იბოლია“ (ს/კ:217873031) 1995 წლის 29 დეკემბერს ქალაქ გორში დარეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას. შპს "იბოლიას“ დამფუძნებელია ინჟინერი და პოლიტიკოსი იოსებ მაკრახიძე, 2016-2020 წლებში იგი იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი და გორის მაჟორიტარი დეპუტატი, საარჩევნო ბლოკი: ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველო. სანამ მაკრახიძე მმართველ პარტიაში გაწევრიანდებოდა, ის და მისი კომპანია ნაციონალური მოძრაობის მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ, 2010 და 2011 წელს შპს "იბოლიამ" ენმ-ს 100,000 -100,000 ლარი ჩაურიცხა. 2012 წელს კი იოსებ მაკრახიძემ ნაცმოძრაობას 25,000 ლარი შეწირა. 2016 წლის 7 სექტემბერს მაკრახიძე უკვე "ქართული ოცნების" შემომწირველად გვევლინება. მან მმართველ პარტიას 50,000 ლარი ჩაურიცხა და ამავე წელს კენჭი იყარა გორის მაჟორიტარობაზე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მაკრახიძემ სალომე ზურაბიშვილს 50,000 ლარი შეწირა და აღნიშნა, რომ ეს თანხა საკუთარი ქალიშვილისა და მეგობრებისგან ისესხა. შეგახსენებთ, რომ იოსებ მაკრახიძე მილიონერია, შპს "იბოლიას" 15-15 %-იანი წილის მფლობელები კი მისივე ქალიშვილები მარიანა და ოფელია მაკრახიძეები არიან. 2012-2014 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მიღება-ჩაბარების აქტებში გაკეთებული ფინანსური მაქინაციების გამო, სახელმწიფომ იოსებ მაკრახიძეს თაღლითობაში დასდო ბრალი. მაკრახიძის თაღლითობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტმა 80,000 ლარით იზარალა. 2012 წლის სექტემბერში, 2013 წლის ოქტომბერ-ნომებერსა და 2014 წლის მარტში, ბიზნესმენმა უკანონოდ მიითვისა 79,450 ლარი, რის გამოც, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის " ა" და " ბ" პუნქტების მიხედვით, წაეყენა ბრალი, რაც გულისხმობს, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას და მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევას. 2016 წელს, მაკრახიძის ადვოკატმა ამნისტიის შესახებ კანონების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობა დააყენა და ბრალდებულის ასაკიდან გამომდინარე, მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ამ მოვლენების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ თაღლითობაში ბრალდებული ბიზნესმენი გორის მაჟორიტარობის დეპუტატად წარედგინა და 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა მმართველი პარტიიდან. 2016 წლის ნომებრიდან, როდესაც მაკრახიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, მან შპს "ებოლიას" დირექტორის პოზიცია დატოვა, თუმცა კვლავ რჩებოდა კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელად. 2021 წლის მარტში ბიზნესმენი თავის პოზიციას კვლავ დაუბრუნდა და კომპანიის 21%-იანი წილის მფლობელი გახდა. შპს "იბოლიამ" 2011 წლიდან, სანამ მაკრახიძე "ქართული ოცნების" შემწირველი გახდებოდა, ჯამში 30 სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვა და 47,297,798 ლარის ხელშეკრულებები გაიფორმა. მმართველი პარტიისთვის თანხის შეწირვის შემდეგ კი 34 ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა და 84,743,900 ლარი მიიღო. კომპანიამ’ მოგებული 64 ტენდერიდან 36 შემთხვევაში უკონკურენტო გარემოში გაიმარჯვა და 92,741,419.70 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს. 8 შესყიდვაში "იბოლიამ" კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა და 10,853,573 ლარი მიიღო. ჯამში კომპანიას, უკონკურენტო გარემოსა და კონკურენტთა დისკვალიციკაციის პირობებში, 103,594,993 ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. შპს "იბოლიას" 25 ელექტონულ შესყიდვაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 103,003,413 ლარზე გაუფორმა ხელშეკრულებები. გორის მუნიციპალიტეტში მაკრახიძის კომპანიამ 10,953,422 ლარის ოდენობის 17 ტენდერი მოიგო. ქარელის მუნიციპალიტეტში შპს "იბოლიამ" 7 შესყიდვაში გაიმარჯვა და 6,757,501 ლარი წამოიღო, ხოლო კასპის მუნიციპალიტეტიდან 3 ტენდერში - 5,450,200 ლარი მისცეს. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მაკრახიძის კომპანიას 2 ტენდერში, 3,058,335 ლარი აქვს მიღებული. ხაშურის მუნიციპალიტეტიდან 1 შესყიდვაში 707,000. იმერეთის მხარიდან ორ მუნიციპალიტეტში აქვს მოგებული ტენდერები: ჭიათურაში, 2 შესყიდვაში -700,000 ლარი, ხოლო საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიიდან კი 1 ტენდერში 421,491 ლარი მიიღო. თბილისის მერიიდან 1 ხელშეკრულებაში 505,178 ლარი მისცეს, ხოლო ბორჯომში 1 ტენდერიდან 446,837 ლარი. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, შპს "იბოლიამ" 74 მათგანში გაიმარჯვა და აქედან 6,143,010 ლარი აქვს მიღებული. ჯამში, შპს "იბოლიას" ელექტრონული ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 138,184,709 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვს მიღებული. წყაროები: სახელმწიფო შესყიდვების საიტი: https://tenders.procurement.gov.ge/login.php ტენდერების მონიტორი: https://www.tendermonitor.ge/ge/organization/35033 საჯარო რეესტრი: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/6/service/179 პარტიების შემოწირულობები: https://www.transparency.ge/politicaldon.../ge/donations/496 https://www.transparency.ge/politicaldo.../ge/donations/7220 https://reginfo.ge/.../3126-goris-majoritaris... საქართველოს პარლამენტი: http://www.parliament.ge/ge/mp/5681.htm... ტაბულა: https://tabula.ge/.../600537-goris-mazhoritaris-kompaniam... Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-05/187097823_2954812841460813_8990293362108934842_n.jpegმაისი 2021 2021 Author ნინო ლომიძე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა