Jump to content
×
×
  • Create New...

თურქეთი VS აშშ: როგორი იქნება კრიზისის დასასრული


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

თურქული აქციების ფასი ეცემა. ლირა ექვსთვიან მინიმუმზეა. თურქეთის ეკონომიკას გლობალურ ბაზარზე დაბალი სავალუტო რეზერვებითა და მაღალი ინფლაციით უწევს ოპერირება. ანალიტიკოსების შეფასებით, განვითარებადი ბაზრების ვალუტებს შორის თურქული ლირა წელს ყველაზე მეტადაა გაუფასურებული.

თურქული ლირის დაცემის დასაწყისი

ლირის კრიზისი თურქეთში 2018 წლიდან იწყება. ანალიტიკოსები ამას შეერთებული შტატების ზეგავლენას მიაწერენ და იმ პერიოდს უკავშირებენ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ზოგიერთ თურქულ პროდუქციას, მათ შორის ფოლადსა და ალუმინს, მაღალი ტარიფები დაუწესა.

ლირის ვარდნა 2020 წელს პანდემიის კრიზისის ფონზე განახლდა და თურქეთსა და აშშ შორის ურთიერთობის გამწვავების პარალელურად გაგრძელდაგასულ წელს ამერიკამ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას სანქციები დაუწესა. მიზეზი ანკარას მხრიდან რუსული S-400 რაკეტის შეძენა გახდა. ვაშინგტონმა მიიჩნია, რომ ეს ნაბიჯი NATO-ს მოკავშირეებს საფრთხეს უქმნის. შედეგად, აშშ-მა თურქეთი F-35 რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების პროგრამას ჩამოაშორა.

ორ ქვეყანას შორის არსებული მყიფე ურთიერთობა კიდევ უფრო შეარყია პრეზიდენტმა ბაიდენმა. მან ყოფილ ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს მომხდარი მოვლენები სომხების მიმართგენოციდადაღიარა. ანკარა აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მდგრად რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობას ხელს უშლის და აუარესებს თურქეთის ურთიერთობებს სომხეთთან.

საგარეო კრიზისი და შიდარეპრესიები

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესების პარალელურად, თურქეთში ლირა სუსტდება. ქვეყანას მიმდინარე ანგარიშის მუდმივი დეფიციტი აქვს. თითქმის ამოწურულია უცხოური სავალუტო რეზერვებიც და მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ერდოღანი მორიგ შიდარეპრესიებსდაიწყებს. მან ბოლო 2 წელიწადში ქვეყნის ცენტრალური ბანკის 3 მმართველი გაათავისუფლა. უკანასკნელად ეს მარტში მოხდანაცი აგიბალის თანამდებობიდან გაშვების შემდეგ, ინვესტორთა ნდობა გაუარესდა, ლირა 15%-ით დაეცა.

ცენტრალური ბანკის მმართველად ერდოღანმა შაჰაპ კავჩიოღლუ დანიშნა. პრეზიდენტის მსგავსად, ის მკაცრი მონეტარული პოლიტიკის კრიტიკოსია და იზიარებს ერდოღანისარაორდინარულმოსაზრებას, რომ ეს ინფლაციას იწვევს.

ახლა ანალიტიკოსები ელიან, რომ თურქეთში მონეტარული პოლიტიკა დაახლოებით წლის შუა პერიოდში შერბილებას დაიწყებს. ზოგიერთის პროგნოზით, კავჩიოღლუ შეძლებს დაუბრუნდესძვირადღირებულ“ პოლიტიკას და ლირის მხარდაჭერის მიზნით უცხოური ვალუტის დარეზერვებას დაიწყებს.

 ალიანსიდან კრიზისამდე

თურქეთსა და მის დასავლელ მოკავშირეს შორის ურთიერთობას ბოლო 8 წელია დაღმავალი მრუდი აქვს. მართალია, პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გარკვეულწილად შეძლეს თანამშრომლობა, თუმცა, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, არ გააგრძელებს ტრამპის მიდგომას. მოსალოდნელია, რომ მისი პოლიტიკა თურქეთთან ურთიერთობების საბოლოო გაწყვეტას გამოიწვევს.

არადა, აშშ-ისა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა NATO-ს ქოლგის ქვეშ ათწლეულებს ითვლის. ორი ქვეყანა ერთმანეთის მოკავშირე იყო ცივი ომის პერიოდშიცთურქეთი გახლდათ ამერიკის მთავარი ქომაგი კომუნიზმთან და რადიკალურ ისლამიზმთან კონფლიქტში.

დღეს ვაშინგტონი უკმაყოფილოა სირიაში, ერაყსა და ლიბიაში თურქეთის სამხედრო ჩართულობით (საბერძნეთის, კვიპროსის, ეგვიპტისა და საფრანგეთის წინააღმდეგ). აშშ შიშობს, რომ თურქეთი გაააქტიურებს რუსეთისგან შეძენილ საჰაერო თავდაცვის სისტემასS-400-ს. ასევე, არსებობს მოლოდინი, რომ ანკარა უფრო ღრმა თანამშრომლობას გააგრძელებს მოსკოვთან, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს ორ ქვეყანას შორის არსებულ კრიზისს.

The post თურქეთი VS აშშ: როგორი იქნება კრიზისის დასასრული appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share