Guest Merlin Posted 18 მაისი, 2021 Posted 18 მაისი, 2021 კომპანია Square-მა 2020-სა და 2021 წლებში 200 მილიონი დოლარის ბიტკოინი იყიდა. ამჟამად, კომპანია არ აპირებს კრიპტოვალუტის შეძენას. კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცრის, ამრიტა აჰუჯას თქმით, ამ ეტაპზე, Square-ს შემდგომი შესყიდვების შესახებ გეგმა არ აქვს. 2020 წლის ოქტომბერში Square-მა 50 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შეძენის შესახებ განაცხადა, რაც მაშინდელი ფასის გათვალისწინებით 4709 ბიტკოინის ყიდვის შესაძლებლობას იძლეოდა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის III კვარტალში კომპანიას ბიტკოინიდან 1.6 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა. თებერვალში კომპანიამ განაცხადა, რომ 170 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა. Square-მა ეს თანხა დაახლოებით 3.318 კრიპტოვალუტისთვის გადაიხადა. მაისის თვის კვარტალური ფასის ვარდნის ფონზე კომპანიამ განაცხადა, რომ თითქმის 20 მილიონი დოლარი დაკარგეს. მიუხედავად იმისა, რომ Square-ს თავდაპირველი შენაძენის ოდენობის ფასი 472 მილიონით გაიზარა. შეგახსენებთ, რომ Square-ს ყოველთვიურად დაახლოებით 30 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. The post Square-ი კრიპტოვალუტაში ინვესტიციის განხორციელებას არ გეგმავს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა