Guest Merlin Posted 18 მაისი, 2021 Posted 18 მაისი, 2021 ჩრდილოეთ დაკოტაში მდებარი ქალაქი კომუნალური გადასახადებისთვის კრიპტოვალუტას გამოიყენებს. ქალაქი იელოუსტონი შტატების მიერ კრიპტოვალუტის მიღების აქტს უერთდება. ქალაქი ციფრულ ვალუტას გადასახადების მისაღებად გამოიყენებს. იელოუსტონის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ჰერკულეს კამინგსმა, განაცხადა, რომ ქალაქის მერია კრიპტო კომპანია BitPay-სთან თანამშრომლობს, რათა კრიპტოვალუტის მიღება დაიწყოს. ”ჩვენ ვთანამშრომლობთ BitPay-სთან, უმსხვილეს ციფრული გადახდის სავაჭრო ობიექტთან, რომლის პარტნიორები არიან Microsoft-ი და Facebook-ი. ჩვენ ვართ პირველი მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთ დაკოტას შტატში და მესამე ქვეყნის მასშტაბით, ვინც ქალაქის მაცხოვრებლებს ამ მომსახურებას სთავაზობს”,- განაცხადა ჰერკულეს კამინგსმა. კომუნალური გადასახადების გადახდის ფორმა ჯერჯერობით იქნება ერთადერთი. თუმცა კამინგსმა აღნიშნა, რომ ქალაქის მერია ხარისხს შეაფასებს და შემდეგ იფიქრებს სხვა ტიპის კრიპტო გადახდების დანერგვის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ჯექსონვილის მერმა, სკოტ კონგერმა აპრილში განაცხადა, რომ ქალაქი აქტიურად იკვლევდა ბიტკოინის მოპოვების გზებს. ამასთანავე, მერი კრიპტოვალუტით გადასახადების გადახდას მხარს უჭერს. მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქალაქი ხელფასების გაცემას რამდენიმე ციფრულ ვალუტაში გეგმავს. ეს ვალუტებია: ბიტკოინი, ეთერიუმი და ლაიტკოინი. The post ჩრდილოეთ დაკოტას ერთ-ერთი ქალაქი გადასახადებს ბიტკოინით მიიღებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა