Jump to content
×
×
  • Create New...

ციფრული იუანი SWIFT-ის და უცხოური ბანკების მუშაობას საფრთხეს უქმნის


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ამერიკული საკონსულტაციო კომპანია Oliver Wyman-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ციფრულ იუანის ამოქმედებას საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-ზე და ჩინეთის ფარგლებს გარეთ მოქმედ ბანკებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

გასულ კვირას კომპანიამ Oliver Wyman ციფრული იუანისადმი მიძღვნილი ანგარიში გამოაქვეყნა. ანალიტიკოსებმა ციფრული იუანის უპირატესობებს – სტანდარტიზაციას და გადახდის ქსელების ფუნქციონალურ თავსებადობას გაუსვეს ხაზი. ეს კი ეჭვქვეშ აყენებს ორი კონკურენტი გადახდის სისტემის, Alipay-ის და WeChat Pay-ის მონოპოლიას და სავაჭრო ექვაიერებისთვის, რომლებსაც დუოპოლია უკვე შეეხოთ, უდიდესი მნიშვლება აქვს. ტრანზაქციების საკომისიო კიდევ უფრო უნდა შემცირდეს.

Oliver Wyman-ის ანალიტიკოსების აზრით, ციფრულ ფული „ჩინეთის მთავრობას ლიბერალიზაციის მაღალი ხარისხის პირობებში ფულადი ნაკადების კონტროლის საშუალებას მისცემს.“

ყველაზე ნეგატიურ გავლენას ციფრული იუანი ტრანსსასაზღვრო გადახდის სერვისების ოპერატორებზე მოახდენს.  უცხოური ბანკები შესაძლოა საერთაშორისო გადარიცხვებს გამოეთიშონ. ციფრულმა იუანმა შესაძლოა ზეგავლენა SWIFT-ის მუშაობაზეც იქონიოს.

„გლობალური გადახდების სფეროში eCNY-ზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ SWIFT პოტენციურად წააგებს, ხოლო უცხოურ ბანკებს საერთაშორისო გადარიცხვების დროს eCNY-ს მარაგის მუდმივი დანაკლისი ექნებათ.“

წყარო: https://bits.media

 

The post ციფრული იუანი SWIFT-ის და უცხოური ბანკების მუშაობას საფრთხეს უქმნის appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share