Jump to content
×
×
  • Create New...

ირანის მთავრობა მაინერებს „სახლის ელექტროენერგიის“ გამოყენებისთვის დააჯარიმებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ირანის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, მოსტაფა რაჯაბი მაშჰადმა (Mostafa Rajabi Mashhadi)  განაცხადა, რომ მაინერები, რომლებიც საქმიანობას სახლში ეწევიან, უწყების მხრიდან მკაცრად დაჯარიმდებიან.

მაჰმადის განცხადებით, წელს ირანში ენერგეტიკის დარგის მდგომარეობა გაუარესდა, რადგან არასაკმარისი წვიმების გამო ჰიდროელექტროსადგურები მცირე რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.

„სახლის“ მაინერები დიდი რაოდენობით ენერგიის მოხმარების გამო ქსელის გადატვირთვას იწვევენ. ამიტომ, უწყებამ ასეთი მაინერებისთვის ჯერიმის დაწესება გადაწყვიტა. ასევე გადაწყდა „ ქსელისთვის ზიანის მიყენებისთვის“ კომპენსაციის დაწესება.

ირანის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მაინერები ზიანს ტრანსფორმატორებსა და ელექტროქსელს აყენებენ. მაინინგის შედეგად რთულდება ელექტროენერგიის განაწილება  და იზრდება ელექტროქსელისა და ტრანსფორმატორების მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა, რასაც შედეგად ელექტროენერგიის გათიშვა მოსდევს.

2019 წელს ირანში მაინინგი სამეწარმეო საქმიანობის სახეობად გამოცხადდა და მასზე ლიცენზია დაწესდა. ქვეყანაში ელექტროენერგიის დაბალი ტარიფის გამო მაინინგის, მათ შორის უკანონო მაინინგის, აყვავების ხანაა. 2019 წლიდან მოყოლებული სახელმწიფომ 1620 უკანონო სამაინინგო ფერმის გაუქმება მოახდინა.

წყარო: https://bits.media/iranskie-vlasti-budut-shtrafovat-maynerov-za-ispolzovanie-domashnego-elektrichestva/

 

The post ირანის მთავრობა მაინერებს „სახლის ელექტროენერგიის“ გამოყენებისთვის დააჯარიმებს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share