Guest Merlin Posted 17 მაისი, 2021 Posted 17 მაისი, 2021 თურქეთის საბაჟო სამსახურმა ASIC მაინერების უკანონო შემოტანა აღკვეთა და 501 მოწყობილობის კონფისკაცია მოახდინა, რომლთა ღირებულება 600000$ აჭარბებს. რეიდი გასულ კვირას კარაბაგლარში ჩატარდა. ადგილობრივი მასმედიის ცნობით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ მსგავსი ოპერაციის ჩატარება სტამბოლშიც იგეგმება. წარსულში ბიტკოინის მიმართ დადებითად განწყობილმა თურქეთმა ბოლო დროს კრიპტოვალუტის ინდუსტრიაზე კონტროლი გაამკაცრა. გასულ თვეს თურქულმა პოლიციამ კრიპტოვალუტის ბირჟა Thodex-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგად 62 ადამინი დააკავა. ასევე დააკავეს ბირჟა Vebitcoin-ის თანამშრომლები, რომლებსაც პლატფორმის მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით თაღლითობაში დასდეს ბრალი. ბირჟის დახურვის მიზეზად ხელმძღვანელობამ მოულოდნელი ფინანსური პრობლემები დაასახელა. ბირჟის საქმიანობის შეფერხება შესაძლოა თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ კრიპტოვალუტებით გადახდის აკრძალვის შემდეგ კლიენტების მიერ ფულის მასიური გამოტანით ყოფილიყო გამოწვეული. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული მთავრობა კრიპტოვალუტებთან ოპერაციების დროს კონტრაგენტის რისკების აღმოფხვრის მიზნით ცენტრალური სადეპოზიტო ბანკის შექმნას აპირებს. ასევე იგეგმება კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის კაპიტალის მოთხოვნის შემოღება. წყარო: https://bits.media The post თურქეთის საბაჟომ 500 კონტრაბანდული ASIC მაინერის კონფისკაცია მოახდინა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა