Guest Georgia Posted 17 მაისი, 2021 Posted 17 მაისი, 2021 ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში “ვესტ ბრომვიჩმა” “ლივერპულს” უმასპინძლა. შეხვედრა “მერსისაიდელთა” გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. პირველი გოლი მეთხუთმეტე წუთზე გავიდა. სემ ელერდაისის გუნდი მეთხუთმეტე წუთზე ჰალ რობსონ-კანუმ დააწინაურა. წონასწორობა მოჰამედ სალაჰმა 33-ე წუთზე აღადგინა. “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ამ შეხვედრაში გუნდს გამარჯვება სჭირდებოდა. ამიტომაც მატჩის მიწურულს, კუთხურის დროს “ვეტ ბრომვიჩის” საჯარიმოში “ლივერპულის” მეკარე, ალისონიც ჩავიდა. სწორედ მან მოუტანა იურგენ კლოპის გუნდს გამარჯვება და გახდა პრემიერლიგის ისტორიაში პირველი მეკარე, რომელმაც გოლი თავური დარტყმით გაიტანა. გამარჯვების შედეგად “ლივერპულს” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების რეალური შანსი გაუჩნდა. “ბარნლისა” და “კრისტალ პალასის” დამარცხების შემთხვევაში “წითლები” ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონშიც ითამაშებენ. გიორგი სანაძე Euronews Georgia Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა