Jump to content
×
×
  • Create New...

Რა წერია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ინფლაცია ძლიერდება. მიზნობრივი 3%-ის ნაცვლად, მიმდინარე მაჩვენებელი 7.2%-ია. ეროვნული ბანკი ინფლაციური წნეხის გაძლიერებას სუსტ ეკონომიკურ აქტივობასა და საერთაშორისო ბაზრებზე ძირითადი სავაჭრო პროდუქტების გაძვირებას უკავშირებს. 

NBG-2.png

ქვეყნის ცენტრალური ბანკი ვარაუდობს, რომ წნეხი მომავალი წლის დასაწყისში შესუსტდება და ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. ამის უზრუნველსაყოფად მარეგულირებელი მონეტარულ პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს ან არსებულ დონეზე შეინარჩუნებს.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი

ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა. მართალია, ეკონომიკური აქტივობა ჯერ კიდევ სუსტია, თუმცა, მარეგულირებელი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზანი ინფლაციის შემცირებაა. ბანკის განმარტებით, ეს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასაც დაეხმარება.

მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი პანდემიის გახანგრძლივებამ შეანელა. სებ-ის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა 2021 წელს, შედარებით ძლიერი შიდა მოთხოვნის ხარჯზე, 4%-ით გაიზრდება. საგარეო მოთხოვნა კვლავ შესუსტებული დარჩება. ცენტრალური ბანკის შეფასებით, ვაქცინაციის დაწყებამ გლობალურად გააუმჯობესა ბიზნესის მოლოდინები, თუმცა, ქვეყნების შიდა ეკონომიკური აქტივობა ჯერ კიდევ დაბალ ნიშნულზეა. საერთაშორისო ვაჭრობა და ტურიზმი შეზღუდვების პირობებში განაგრძობს ფუნქციონირებას.

ბანკის საბაზო სცენარის მიხედვით, წელს ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად აღდგება, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ დაბალ დონეზე შენარჩუნდება. 

რეალური მშპ-ს წლიური ზრდის პროგნოზი

ეკონომიკაში მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სექტორის წილი. პანდემიამდე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსებისა და ეკონომიკური აქტივობის ხელშემწყობი იყო. 2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 7.7 მილიონს მიაღწია, მათგან მიღებულმა შემოსავლებმა კი $3.3 მილიარდი შეადგინა. გარე ტურიზმის აქტივობით შექმნილი დამატებული ღირებულების წილი მშპ-ში 12.1%-ს აღწევდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და საზღვრების ჩაკეტვის შედეგად, უცხოელი ვიზიტორების შემოსვლა ფაქტობრივად შეჩერდა. გარე ტურიზმის წილი მშპ-ში 2020 წელს 2%-მდე შემცირდა.

საერთაშორისო მოგზაურობისგან მიღებული შემოსავალი

პანდემიის უარყოფითი ზეგავლენა ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურების სხვადასხვა დარგში უმუშევრობის ზრდითაც გამოვლინდა. ჯამურად, 2020 წელს უმუშევრობის დონე 3.8%-ით გაიზარდა და 20.4%-ს მიაღწია. 

The post Რა წერია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში? appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share