Jump to content
×
×
  • Create New...

სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის ბირჟებზე მონიტორინგს განაგრძობს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_732478903-300x200.jpg

სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი ერთ-ერთია იმ უფლებამოსილ ორგანოებს შორის, რომელსაც კრიპტო სავაჭრო საქმიანობის მონიტორინგი ევალება.

როგორც ცნობილი გახდა, ბანკი ციფრული ვალუტის ბირჟებსა და მათ საბანკო ანგარიშებზე მკაცრი ზედამხედველობის შენარჩუნებას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას Korea Herald–ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალური ბანკი სიფრთხილეს იჩენდა კრიპტო სექტორის მიმართ, მაგრამ ამავდროულად, უკანონო გარიგებების არსებობა მნიშვნელოვან რისკებს უქმნის შიდა მონეტარული კონტროლის პოლიტიკას.

ამიტომ ამ ეტაპზე ქვეყნის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით ციფრული ვალუტის ბირჟებზე მონიტორინგი გაგრძელდება.

დაახლოებით ერთი თვის წინ ფინანსურმა მომსახურების კომისიამ ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებს მოსთხოვა, რომ კრიპტოვალუტის ვაჭრობაზე მონიტორინგი გაეძლიერებინათ. ნებისმიერი საეჭვო საქმიანობის შესახებ უნდა ეცნობოს ფინანსური დაზვერვის სახელმწიფო განყოფილებას, სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსური დანაშაულების გამოძიებაზე.

სხვა მარეგულირებელი ორგანოები, როგორიცაა ფინანსთა სამინისტრო და ფინანსური ზედამხედველობის სამსახური, ასევე თვალს ადევნებენ კრიპტო ტრანზაქციებს.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ეროვნული საგადასახადო სამსახური აძლიერებს ძალისხმევას კრიპტოპოლიტიკის გამოყენებით გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ საბრძოლველად.

The post სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის ბირჟებზე მონიტორინგს განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   337 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 337 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(2)