Guest Merlin Posted 17 მაისი, 2021 Posted 17 მაისი, 2021 მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინის საგადასახადო ორგანო ცდილობს ბიტკოინით განხორციელებული ტრანზაქციები შეისწავლოს. არგენტინის საზოგადოებრივი შემოსავლების ფედერალურმა ადმინისტრაციამ ადგილობრივ კრიპტოვალუტის ბირჟებსა და ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ კომპანიებს დაავალა, რომ მომხმარებლების ყველა სახის ოპერაციების შესახებ ანგარიშები მოამზადონ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Buenos Aires Económico ავრცელებს. ადგილობრივი კრიპტოვალუტის კომპანიების მიმართ გაგზავნილ წერილში ეწერა, რომ პროვაიდერებს უნდა შეენარჩუნებინათ მომხმარებლების ანგარიშების სია და უზრუნველყოთ კლიენტების ვინაობის შემოწმება. წერილში აღნიშნულია, რომ მომხმარებლების ანგარიშების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ კრიპტოვალუტის ბირჟებს არ ეხებათ. აღნიშნული მოთხოვნის შესრულება კრიპტო აპლიკაციებსაც მოუწევთ. ქვეყნის ფედერალური ადმინისტრაციის მოთხოვნის თანახმად, კომპანიებმა ყველა საჭირო ინფორმაცია ყოველთვიურად უნდა წარადგინონ. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს არგენტინის მარეგულირებელი დიდ ყურადღებას უთმობს კრიპტო ინდუსტრიას. ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა ადგილობრივ ბანკებს სთხოვა, გაეგზავნათ ინფორმაცია იმ მომხმარებლების შესახებ, რომლებიც ბიტკოინთან იყვნენ დაკავშირებულნი. The post არგენტინაში მომუშავე კრიპტო ბირჟებს საგადასახადო ორგანოს მითითებების შესრულება მოუწევთ appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა