Jump to content
×
×
  • Create New...

Palantir-ი ბიტკოინით გადახდის შემოღებას დაეთანხმა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_777544078-300x199.jpg

მონაცემთა ანალიტიკური გიგანტი Palantir-ი ბიტკოინით გადახდას დაუშვებს.

მილიარდერ პიტერ ტიელის მიერ დაფუძნებული კოლორადოს მონაცემთა ანალიტიკური კომპანია, Palantir-ი, რომლის საბაზრო ღირებულება 30 მილიარდი დოლარია, ახლა კლიენტებისგან ბიტკოინს გადახდის სახით იღებს.

პიტერ ტიელი იყო ის, ვინც PayPal–ს კრიპტო ვაჭრობის დაწყებაში დაეხმარა. აპრილში PayPal–ის საკუთრებაში მყოფი გადახდის პლატფორმა, Venmo–მ დანერგა კრიპტო ვაჭრობა ბიტკოინით, ეთერიუმით, ლაიტკოინითა და Bitcoin Cash-ით.

CNBC-ის თანახმად, Palantir-მა 2021 წლის პირველი კვარტლის მოგების გამოცხადების დროს აღნიშნა, რომ მან დაიწყო ბიტკოინის გადახდების მიღება. გარდა ამისა, კომპანია Tesla-სა და MicroStrategy-ის აქციებში ინვესტიციის ჩადებას განიხილავს და ირწმუნება, რომ მათ აქვთ 2 მილიარდ დოლარიანი საინვესტიოციო რეზერვი.

MicroStrategy იყო ერთ–ერთი პირველი მსხვილი კომპანია, რომელიც ბიტკოინით გადახდას დაეთანხმა.

Tesla კრიპტო სივრცეში 2021-ის დასაწყისში შევიდა. კომპანიამ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი იყიდა. მოგვიანებით ავტომობილების მწარმოებელმა გაყიდა თავისი კრიპტო საკუთრების 10% ბიტკოინის ლიკვიდურობის დასადასტურებლად, როგორც ბალანსზე ნაღდი ფულის შენახვის ალტერნატივა.

The post Palantir-ი ბიტკოინით გადახდის შემოღებას დაეთანხმა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share