Jump to content
×
×
  • Create New...

ინდონეზიის მარეგულირებელი: კრიპტოვალუტის ვაჭრობისგან მიღებული მოგება არის საშემოსავლო გადასახადის ობიექტი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Flag_of_Indonesia-300x200.png

რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის მარეგულირებელი სააგენტო, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Bappebti, განიხილავს გადასახადის დაწესებას კრიპტოვალუტის ყველა ოპერაციაზე, რომელიც ქვეყანაში რეგულირებად ბირჟებზე მიმდინარეობს.

დღეს კი ინდონეზიის საგადასახადოს გენერალური დირექტორატის სპიკერმა, ნილმალდრინ ნურმა განაცხადა, რომ ხელისუფლება განიხილავს კრიპტოვალუტის ვაჭრობით მიღებულული მოგების დაბეგვრას.

”მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ გარიგების შედეგად მოგება ან კაპიტალი მიიღება, მოგება არის საშემოსავლო გადასახადის ობიექტი”, – აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ნილმალდრინ ნურმა განაცხადა, რომ ინდონეზიელმა გადასახადის გადამხდელებმა, რომლებიც კრიპტოვალუტით ვაჭრობისგან მოგებას იღებენ, უნდა გადაიხადონ გადასახადი და მოახსენონ მთავრობას.

ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ კრიპტო გადასახადების ახალი სქემა კაპიტალის მოგებაზე ჯერ არ განხორციელებულა და კვლავ განიხილება.

ამჟამად ინიციატივა გადის შიდა განხილვას Bappebti-ში. თუმცა გადასახადის რეალური განაკვეთი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ჯერ კიდევ 2017 წელს გამოსცა დებულება, რომელიც კრიპტოვალუტის გამოყენებას გადახდის სისტემებში კრძალავს.

The post ინდონეზიის მარეგულირებელი: კრიპტოვალუტის ვაჭრობისგან მიღებული მოგება არის საშემოსავლო გადასახადის ობიექტი appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share