ფორუმელი Moor Posted 14 მაისი, 2021 Posted 14 მაისი, 2021 ფოთის მუნიციპალიტეტმა მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობისთვის 18.5 მლნ ლარი გამოყო და 10 მლნ უკვე დახარჯა admin Fri, 05/14/2021 - 23:07 ფოთის მუნიციპალიტეტმა მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობისთვის 18.5 მლნ ლარი გამოყო და 10 მლნ უკვე დახარჯა, თუმცა სანაპირო ზოლი დღემდე გამოუყენებლია და არ არსებობს მისი განვითარების კონცეფცია. სამუშაოს პირველი ეტაპზე ტენდერი 2015 წელს გამოცხადდა და ფოთმა ხელშეკრულება 2014 წელს დაფუძნებულ შპს პირამიდა ფ.რ.-ს გაუფორმა, რომელსაც დაგვიანებით და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოში 4.1 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადეს. მეორე ეტაპის ტენდერში შპს ანტ სტროი ლტდ-მ 2-ლარიანი სხვაობით გაიმარჯვა, მაგრამ ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, თუმცა კომპანიამ 2 მილიონ ლარზე მეტი მაინც მიიღო. ამის შემდეგ ფოთმა კიდევ ორი ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც ერთი ოცნების შემწირველის კომპანია New Road-მა მოიგო, მეორე კი შპს ზმ ჯგუფმა, რომელსაც სამუშაო 4 თვით ადრე უნდა დაესრულებინა. ფოთის მუნიციპალიტეტმა მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პროექტისთვის ჯამში 18,500,000 ლარი გამოყო. პროექტი სამ ნაწილად დაიყო. სამუშაოების პირველი ეტაპი: 2015 წლის მაისში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, შესყიდვის საგანს წარმოადგენდა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის, მათ შორის მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იყო კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება, რაც მოიცავდა მთავარი ქუჩიდან პლიაჟამდე მისასვლელი 2 გზის მოწყობას, შიდამომსახურების და საფეხმავლო გზების, გაზონის, საპარკო სკამებისა და ურნების, საშხაპე კაბინებისა და გასაქირავებელი პუნქტების მოწყობას, ასევე ტუალეტებისა და ღია ავტოსადგომის მოწყობას. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 მლნ ლარს შეადგენდა, ტენდერში 5 კომპანია იღებდა მონაწილეობას, გამარჯვებულის გამოსავლენად ვაჭრობის სამი რაუნდი ჩატარდა. მესამე რაუნდში შპს კონვერტ ჯორჯიასა და შპს ინვესტსტროირეგიონის წარმომადგენლობა საქართველოს შორის გამარჯვებული სწორედ ეს უკანასკნელი გახდა შეთავაზებულ თანხაში 1-ლარიანი სხვაობით. მოგვიანებით კი ჯერ შპს ინვესტსტროირეგიონის საქართველოს წარმომადგენლოის დისკვალიფიკაცია მოხდა ტექნიკური დოკუმენტაციის გაუმართაობის გამო, შემდეგ კი იგივე მიზეზით შპს კონვერტ ჯორჯიაც დისკვალიფიცირდა. ამის შემდეგ 2015 წლის სექტემბერში ხელშეკრულება გაფორმდა შპს პირამიდა-ფ.რ.-ს ფილიალთან. აღსანიშნავია, რომ კომპანია 2014 წელს დაარსდა და მისი გამოცდილება ასეთი მასშტაბის პროექტის შესასრულებლად წესით ეჭვქვეშ უნდა დამდგარიყო. ამ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ღირებულება 4,180,000 ლარს შეადგენდა. სამუშაოების მიწოდების ვადად 2016 წლის 31 აგვისტო განისაზღვრა. კომპანიასა და ფოთის მუნიციპალიტეტს შორის დადებულ ხელშეკრულებაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. ცვლილებების შედეგად კი დადგინდა, რომ სამუშაოები 2017 წლის 10 ნოემბერს დასრულდებოდა, ხოლო ღირებულება 4,169,346 ლარამდე შემცირდა. ღირებულების შემცირება ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურმა მოითხოვა, ვინაიდან ხელშეკრულებიდან ამოიღეს სკუტერების მისადგომის მშენებლობის სამუშაოები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავის ერთ-ერთ ანგარიშში აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს არ ჰყავდა შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი და შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის განსაზღვრა და ხელშეკრულებასთან შესაბამისობის დადგენა მხოლოდ სამუშაოების ზედახედველს ევალებოდა. ის ამოწმებდა მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობას, მაგრამ არ ამოწმებდა ხარისხს. აუდიტის სამსახურმა გამოვლინა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. გამოდის, რომ მუნიციპალიტეტმა შემსრულებელი კომპანიისგან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა და ამაში 4,1 მლნ ლარზე მეტი გადაიხადა. რაც შეეხება შემსრულებელ კომპანიას, შპს პირამიდა-ფ.რ.-ს ფილიალი უცხოური საწარმოს, კერძოდ, შპს პირამიდა-ფ.რ-ს ფილიალს წარმოადგენს. შპს პირამიდა-ფ.რ. აზერბაიჯანში დაფუძნებული კომპანიაა. როგორც უკვე აღვნიშნე, კომპანია 2014 წელს დაარსდა, ხოლო ელ.ტენდერებში 2015 წლიდან გამოჩნდა. 2015-2020 წლებში კომპანიამ სულ 67 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა, აქედან კი 22 შემთხვევაში გაიმარჯვა და ჯამში 19,743,835 ლარი მიიღო. კომპანია გამარტივებულ შესყიდვებში არ ფიქსირდება. სამუშაოების მეორე ეტაპი: შპს პირამიდა-ფ.რ.-ს ფილიალმა სამუშაოების პირველი ეტაპი შეასრულა, ხოლო სამუშაოების მეორე ეტაპის განსახორციელებლად ხელშეკრულება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და შპს ანტ სტროი ლტდ 2016-ს შორის დაიდო. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ტენდერი 2017 წელს გამოაცხადა, მისი სავარაუდო ღირებულება 4,063,733 ლარი იყო. ტენდერში 9 კომპანია იღებდა მონაწილეობას. საბოლოოდ, შპს ანტ სტროი ლტდ 2016-მა 2 ლარიანი სხვაობით გაიმარჯვა აღნიშნულ ტენდერში, ვინაიდან, მისი ბოლო შეთავაზება 3,250,987 ლარი იყო, ხოლო შპს ადმირალ 2012-მა 3,250,989 ლარი შესთავაზა ფოთის მუნიციპალიტეტს. ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისს გაფორმდა და კომპანიას მუშაობა 2018 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულებაში წლების განმავლობაში რამდენიმე ცვლილება შევიდა, საბოლოოდ კი, ხელშკერულების ღირებულებად განისაზღვრა 3,805,925 ლარი, ხოლო სამუშაოების შესრულების ბოლო ვადად 2019 წლის 28 იანვარი. აღნიშნული თანხიდან კომპანიამ 2,026,705 ლარი მიიღო. როგორც ირკვევა, ფოთის მუნიციპალიტეტმა კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა, ვინაიდან, შემსრულებელმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება სრულად, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად არ შეასრულა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წერილიდან ვიგებთ, რომ ხელშეკრულებით განსაზრღვრული სამუშაოების შესრულების ვადა 2018 წლის 25 დეკემბერს ამოიწურა, ხოლო 2019 წლის 28 იანვარს ხელშეკრულების კონკრეტული მოქმედების ვადა იწურებოდა. წერილი დათარიღებულია 2019 წლის 25 იანვრით, ამ დროისთვის შემსრულებელ კომპანიას არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდა წარდგენილი, თუ როგორ მიმდინარეობდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, ფოთის მუნიციპალიტეტმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. შპს ანტ სტროი ლტდ 2016 უკრაინული კომპანიის, შპს საზოგადოება ანტ სტროი ლტდ-ს ფილიალია. კომპანია 2016 წელს დაარსდა, დღევანდელი მონაცემებით კომპანიაში დირექტორის თანამდებობას გიორგი ჟვანია იკავებს. კომპანიამ 2015-2019 წლებში 9 ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა და თითქმის 8 მლნ ლარი მიიღო (7,963,236). დამატებით გამოცხადებული ტენდერები: ამის შემდეგ ფოთის მუნიციპალიტეტმა მალთაყვის სანაპიროსთან დაკავშირებით ორი ელ.ტენდერი გამოაცხადა. პირველი ტენდერი 2019 წლის თებერვლით თარიღდება. შესყიდვის საგანს ქ.ფოთში, ბარათაშვილის ქუჩიდან ყოფილი ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის შემართებელი გზის მოწყობას შეეხებოდა, მისი სავარაუდო ღირებულება კი 730,547 ლარს შეადგენდა. აღნიშნულ ტენდერში ერთადერთი კომპანია შპს New Road იღებდა მონაწილეობას და მასთან 826,000 ლარიანი ხელშეკრულება 2019 წლის 2 აპრილს გაფორმდა. კომპანიას სამუშაოები 2019 წლის 1 ივნისს უნდა დაესრულებინა. ხელშეკრულებაში ორჯერ შევიდა ცვლილება, პირველი ცვლილება ეხებოდა ხელშეკრულების ვადებს და განისაზღვრა, რომ კომპანიას სამუშაოები 1-ლი ივნისის ნაცვლად 26 ივნისს უნდა დაესრულებინა, ხოლო მეორე ცვლილებით გაიზარდა ხელშეკრულების ღირებულება და მისი ოდენობა 865,949 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება შემსრულებელ კომპანიას, შპს new road 2010 წელს დაარსებული კომპანიაა. დღევანდელი მონაცემების თანახმად, კომპანიას რამდენიმე დარგობრივი დირექტორი ჰყავს: ფინანსური დირექტორი- სოფიკო ცხოიძე, გენერალური დირექტორი- დავით ჟღენტი, რომელიც ამავდროულად კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელიცაა და ტექნიკური დირექტორი-ზაზა ლომთათიძე. აღსანიშნავია, რომ დავით ჟღენტი მმართველი პარტიის შემომწირველიცაა, მან 2017 წელს ქართულ ოცნებას 30,000 ლარი შეწირა. 2019 წლის დეკემბერში ფოთის მუნიციპალიტეტმა მეორე ტენდერიც გამოაცხადა. შესყიდვის საგანს წარმოადგენს ქ. ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, კერძოდ კი აღნიშნული ითვალისწინებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღია კომპლექსის მშენებლობას, სპორტული კომპლექსი მოიცავს საჩოგბურთო კორტებს, ფეხბურთის მოედანს, გასახდელ შენობას, მცირე ზომის დასასვნებელ სკვერს. გათვალისწინებულია ღია ავტოსადგომების მოწყობაც. გარდა ამისა პროექტი ითვალისწინებს პენსიონერთა კლუბის ერთსართულიანი შენობის მოწყობასაც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,950,375 ლარს შეადგენდა. ტენდერში მხოლოდ ორი კომპანია იღებდა მონაწილეობას- შპს ჯორჯიან სტოუნი და შპს ზმ ჯგუფი, გამარჯვებული სწორედ ეს უკანასკნელი გახდა და მასთან 2020 წლის თებერვალში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სამუშაოები 2020 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით უნდა განხორციელებულიყო, რის სანაცვლოდაც კომპანია 1,841,155 ლარს მიიღებდა. ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების შემდეგ განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადად ამოიწურება 2021 წლის 31 იანვარს, ხოლო მისი ღირებულება 1,815,143 ლარამდე შემცირდა. შპს ზმ ჯგუფი 2013 წელს დაარსებული კომპანია. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ზაზა მაღლაკელიძეა. წყაროები: SPA150013844- 2015 წლის ტენდერის ნომერი https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400... -შპს პირამიდა-ფ.რ. https://sao.ge/.../photis%20auditis%20angarishi... -აუდიტის ანგარიში, გვ.18 NAT170004480- 2017 წლის ტენდერი https://tenders.procurement.gov.ge/.../library/files.php... -ხელშეკრულების შეწყვეტა https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400... -შპს ანტ სტროი ლტდ 2016 NAT190003812-2019 წლის თებერვლის ტენდერი https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...[zH02esjQVhJL2b1MKBO1QPNt18rmQxbsvA[zW5 -შპს new road NAT190025863-2019 წლის დეკემბრის ტენდერი https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...]o -შპს ზმ ჯგუფი Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-05/186456054_2952665385008892_8651808389371107066_n.jpegმაისი 2021 2021 Author ლიზა ქორიძე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა