Jump to content
×
×
  • Create New...

მეზობელი მწერს


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი კორპუსში მცხოვრებლებს რად გინდათ მეზობლობა? შეგიძლიათ არც კი იცნობდეთ ერთმანეთს. მაქს ერთმანეთთან წყალი ჩაუშვათ და მერე ამის გამო იგინოთ :lol:

კერძო დასახლებებში სხვა სიტუაციაა ბრად...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
38 minutes წინ, Mulan said:

კერძო დასახლებებში სხვა სიტუაციაა ბრად...

ჰო, ვიცი, მანდ სხვა თემაა. გინდა თუ არა, მაინც დაგეკონტაქტება ვინმე :( მეგობრები გადავიდნენ თბილისიდან წავკისში. ჯერ გადასულები არ იყვნენ, რემონდები მიდიოდა, ეგრევე გაიცნეს გარშემო ყველა და ატყდა მისვლა-მოსვლა, გადაძახილ-გადმოძახილი, მიხმარება-მოხმარება, ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტულში :) შევწუხდი მათი შემყურე. 
ჩემი სახლის გარშემო კილომეტრებზე არავინ უნდა ცხოვრობდეს. თან ჩემი კუთვნილი ტერიტორია უნდა იყოს, შემთხვევითი მოგზაურიც რომ არ შემოეხეტოს. ეზოს ღობესა და გარე ტერიტორიის ღობეს შორის შეიძლება ციმბირიდან ჩამოყვანილი ოთხმოცკილოგრამიანი მგლებიც გავუშვა, ან აქაურების სელექციას მივყო ხელი და მსხვილი ჯიში გამოვიყვანო.

 

 

44 minutes წინ, Mulan said:

კორპუსში მცხოვრებლებს რად გინდათ მეზობლობა?

ემოციური საჭიროებაა, როგორც წესი, თორემ ისე რაში უნდა იხმარო მეზობელი? ხახვი შეგიძლია წინასწარ მოიმარაგო, ან არ დაიზარო და მაღაზიასი ჩახვიდე სესხების მაგივრად. თარაზო აგერ ოსვალდოს შეგიძლია ეთხოვო და ა. შ.  ვისაც ევასება, კორპუსშიც მეზობლობს.

 

 

46 minutes წინ, Mulan said:

შეგიძლიათ არც კი იცნობდეთ ერთმანეთს

მე იტალიურ ეზოშიც კი კარგა ხანს ვახერხებდი, ყველა მეზობელი არ მცნობოდა :) მერე კი გამოვედი ცოტა ხალხში, მაგრამ მაინც საკმაოდ ჩაკეტილი ტიპი ვარ. ჰოდა, რომ გეძახით აქაურებს შესაკრებად, გასაცნობად და ჩასახუტებლად, დააფასეთ. ყველას კი არ ვედები, როგორც ზოგს სჩვევია.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

მეზობელი მწერს

დათვების მეგობარი ადმინს

 

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

  • ფორუმელი

ნამი ველს, ჟამი სულს
მადლი ჭერს, ხვავი ჭურს...
ნალი ცხენს, ხე მისივს, სიმი გულს...
რწმენა ლექსს, ფარი ხმალს
ბედი წამს, მეზობელი მწერს... 

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share