Jump to content
×
×
  • Create New...

„ბლოკჩეინზე დაფუძნებული აქტივი აშშ დოლარის ჩანაცვლებას შეძლებდა“- სტენლი დრაკენმილერი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ჰეჯ-ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი და მილიარდერი, სტენლი დრაკენმილერი (Stanley Druckenmiller) მიიჩნევს, რომ აშშ დოლარის ჩანაცვლება განაწილებული ლეჯერის ბაზაზე დაფუძნებულ სისტემას შეუძლია.
CNBC-სთან ინტერვიუში დრაკენმილერმა განაცხადა, რომ „ჭკვიან ახალგაზრდებს“ მასაჩუსეცის ან სტენფორდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტებიდან შეუძლიათ მოიფიქრონ „ლეჯერის ბაზაზე დაფუძნებული სისტემა“ რომელიც მსოფლიო მასშტაბით აშშ დოლარის ჩანაცვლებას შეძლებდა. ფიატურ ვალუტებში კი, დრაკენმილერის აზრით, დოლარს კონკურენტი არ ჰყავს.

მილიარდერმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ დღეს კრიპტოვალუტებს ხშირად ინფლაციის ჰეჯირების საშუალებად მოიხსენიებენ. მისი აზრით, ამაში ბრალი აშშ-ს ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელს, ჯერომ პაუელს (Jerome Powell) და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს მიუძღვით.

„ვამბობდი, რომ კრიპტოვალუტა ინფლაციის ჰეჯირების საშუალება შეიძლებოდა გამხდარიყო, მაგრამ მასში არ დამიბანდებია, ჩვენ ხომ აშშ დოლარი გვქონდა. რისთვის იყო საჭირო რამის შეცვლა? მაგრამ ახლა პრობლემა უფრო მეტად გამოვლინდა, რასაც ჯერომ პაუელს და მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს უნდა ვუმადლოდეთ.“- განაცხადა დრაკენმილლერმა.

კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს ბიტკოინს ბაზარზე, დრაკენმილერმა უპასუხა, რომ მისი აზრით პირველი კრიპტოვალუტის, როგორც დაგროვების საუკეთესო სშუალების ლიდერობას საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით „ბიტკოინის უკან 14 წლიანი ისტორია, მთელი ბრენდი და რა თქმა უნდა ამ აქტივის შეზღუდული რაოდენობაა“
გასული წლის ნოემბერში სტენლი დრაკენმილერმა განაცხადა, რომ ბიტკოინში ინვესტირება უკეთესია ვიდრე ოქროში.
წყარო: https://bits.media

The post „ბლოკჩეინზე დაფუძნებული აქტივი აშშ დოლარის ჩანაცვლებას შეძლებდა“- სტენლი დრაკენმილერი appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share