ფორუმელი Moor Posted 19 ნოემბერი, 2020 Posted 19 ნოემბერი, 2020 საინტერესო ბრიფინგია = ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი: დილა მშვიდობის. არ ვიცი, რამდენად იცნობთ საქართველოს, მაგრამ დავიწყებ იმით, რომ ეს არის ახალგაზრდა დემოკრატია, რომელიც 20 წელს ითვლის. ოთხმოცდაათიანი წლები იყო უკანონობის დაკარგული ათწლეული, ასე რომ, ისინი დემოკრატიას 20 წელია აშენებენ. ამ ხნის მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს, მაგრამ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობა კვლავ პროცესშია, რაც ვიხილეთ ამ არჩევნებზე. ბოლო 30 წლის მანძილზე არჩევნები ხარვეზებით ტარდებოდა. მსგავსი ტიპის დარღვევები ვიხილეთ ამ არჩევნებზეც: ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, რაც გამოიხატებოდა საჯარო მოხელეების არჩევნებზე გამოყვანით. კოვიდის გამო ეს უჩვეულო წელია. ამიტომ ადგილზე არ იყო მოკლევადიანი დამკვირვებლების დიდი ჯგუფები. იყო ეუთოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების რამოდენიმე ჯგუფი, თუმცა არც ისე ბევრი. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების მისიამ და სხვა საელჩოებმაც გააგზავნეს არჩევნებზე არაოფიციალური ჯგუფები. ბევრმა, მათ შორის ეუთომაც, ეს არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული, გარკვეული თვალსაზრისით უკეთესი არჩევნები – ნაკლები სიძულვილის ენით, ნაკლები აგრესიული ტაქტიკით არჩევნებამდე, ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით -როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და სხვა მსგავსი. თუმცა მათ ასევე დააფიქსირეს ისეთი დარღვევები, როგორიცაა ხმების მოსყიდვა და ამომრჩევლის დაშინება, რაც სამწუხაროდ, სულ თან ახლდა ქართულ არჩევნებს 30 წლის მანძილზე. ეს ჩვენმა გუნდმაც ნახა. ეს აისახა ჩვენი საელჩოს განცხადებაშიც. ჩვენ მოვუწოდებდით ოპოზიციას, დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრები სამართლებრივი სისტემით გადაეწყვიტათ, [სისტემით] რასაც საქართველო ბოლო 20 წელია აშენებს. სამწუხაროდ, ბევრ არ აქვს სასამართლო სისტემის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნდობა. და ისევ, ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და, თუმცა ისინი (ოპოზიცია) ამ გზით წავიდნენ, მათ არ ქონდათ ნდობა, რომ საქმის განხილვა როგორც საჭიროა ისე წარიმართებოდა და მათი საჩივრებიც შესაბამისად იქნებოდა განხილული, ამიტომ არჩევნების მეორე დღესვე მათ ახალი არჩევნები მოითხოვეს. ჩვენი ყოყმანი გამოწვეული იყო იმით, რომ გამოთვლები არ იყო ერთმანეთისგან ძალიან დაშორებული. ოფიციალური შედეგები ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან ახლოს იყო ადგილობროვი დამკვირვებლების პარალელური დათვლის შედეგებთან. ამდენად, თავიდან არ ჩანდა, რომ ეს იყო ფატალურად დარღვეული არჩევნები. რამდენად უარესი იყო ეს არჩევნები წინა არჩევნებზე, რომელსაც არ გამოუწვევია ხალხის მიერ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა? ისევ გავიმეორებ, ჩვენ ყველას მოვუწოდებდით, გამოეყენებინათ სამართლებრივი გზები, სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა დავების გადასაწყვეტად. მოდით ვთქვათ, რომ ხმების გადათვლა არ ჩატარებულა ისე გამჭვირვალედ, როგორც უნდა ჩაეტარებინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი, რომ არჩევნების შედეგები არ იყო სანდო. ევროკავშირის ელჩმა და მე ვუმასპინძლეთ შეხვედრების სერიას ყველა პარტიის მონაწილეობით და ყველა ერთად შევეცადეთ ჩიხიდან გამოსავალი მოლაპარაკებების გზით გვენახა. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, პარლამენტში იბრძოლონ ცვლილებებისათვის, არ გამოაცხადონ ბოიკოტი, რადგან მათი ერთგვარი რეფლექსი ქუჩაში გასვლა და ბოიკოტია. ჩვენ კი მათ მოვუწოდებთ, ცვლილებებისათვის შიგნდან იბრძოლონ. თქვენ მხარდამჭერებმა იმისთვის აგირჩიეს, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და იქ განახორციელოთ ცვლილებები. ასე იყო შარშან ზაფხულში, როდესაც მათ შეძლეს კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება, რისი შედეგიც იყო უფრო მეტად პროპორციული არჩევნები. ამ საარჩევნო სისტემამ, ახალმა სისტემამ რეალურად იმუშავა. დღეს გვაქვს უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი, ვიდრე აქამდე ყოფილა, სადაც ცხრა პარტიაა წარმოდგენილი განსხვავებულ ხედვით და შეხედულებევით. საარჩევნო ცვლილებების შედეგად უფრო მეტი ქალია წარმოდგენილი პარლამენტში. ზოგიერთი პრობლემა, რაც ამ არჩევნების დროს ვნახეთ, შეიძლება გათვალისწინებული ყოფილიყო იმ საარჩევნო რეფორმაში, რომელიც ამ ზაფხულს მიიღო პარლამენტმა. ოპოზიციამ კი ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს. ასე რომ, რეფორმა არ იყო ისეთი ძლიერი და ქმედითი, როგორიც შეიძლება ყოფილიყო, ისინი (ოპოზიცია) რომ ყოფილიყვნენ ამ ცვლილებების პროცესის მონაწილე პარლამენტში. კვლავ ბოიკოტისკენ მოწოდება გავს ნანახი ფილმის ხელმეორედ ყურებას. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, მიაღწიონ არსებით ცვლილებას, ისე რომ, შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი და ჩვენ აღარ ვნახოთ – მათ აღარ ნახონ იგივე დარღვევები. ამერიკის შეერთებული შტატების და ევროგაერთიანების ელჩები ვცდილობთ, დავსვათ ისინი მაგიდასთან არა იმიტომ, რომ ჩვენთვის მოიძებნოს გამოსავალი, არამედ იმიტომ, რომ გამოსავალი ნახონ თავისთვის, ერთად იმუშაონ, ისწავლონ ერთად მუშაობა, რადგან მათ ერთად უნდა იმუშაონ პარლამენტში, მოამზადონ პროგრამა, საკანონმდებლო დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს არსებით საარჩევნო ცვლილებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის არსებით რეფორმას, და როდესაც ჩატარდება ახალი არჩევნები, უფრო სარწმუნო იქნება შედეგები, რომელსაც ყველა ენდობა და აღარ გაჩნდება მსგავსი შეკითხვები. სასამრთლო სისტემის რეფორმა არის სახელმწიფო მდივნის სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის მიზეზი. რადგან, რომ ყოფილიყო ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, არჩევნებთან დაკავშირებული პრეტენზიები სასამართლოში გადაწყდებოდა და ხალხს ექნებოდა მიღებული შედეგების ნდობა. ახლა მათ უნდა გაიარონ ცენტრალური საარჩევნო კომისია და შემდეგ შეუძლიათ სასამართლოში წასვლა. ნაწილი (საჩივრების) შევიდა კიდეც სასამართლოში. მაგრამ, რადგან ოპოზიციის ნაწილი არ ენდობა გასაჩივრების პროცესს არც ცესკოში, არც სასამართლოში, თავს ჩიხში გრძნობენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: დავამატებ, რომ საბჭოთა კავშირისაგან გამოყოფის შემდეგ დამოუკიდებლობის შედარებით მოკლე პერიოდში საქართველომ გვიჩვენა მკვეთრად გამოხატული დასავლური ხედვა. ამასთან საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია. ასევე, ევროკავშირთან მუშაობით ქვეყანამ აშკარად გამოხატა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციის სურვილი. საქართველო ბრწყინვალე პარტნიორია უსაფრთხოების და სამხედრო სფეროებში. სახელმწიფო მდივანს სურს ხაზი გაუსვას, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს. აქვე, უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მას დღემდე უწევს მოსკოვის მიერ შექმნილ არასტაბილურობის გამომწვევ მიზეზთან გამკლავება. კვლავ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანა ძლიერი პარტნიორია და სახელმწიფო მდივანს აგრეთვე სურს, აღნიშნოს, რომ მხარს უჭერს შექმნილი ინსტიტუტების მშენებლობას, ისე, როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა- იმუშავეთ მათ სრულყოფაზეო. ეს არის ჩვენი გზავნილი, ეს არის რისთვისაც სახელმწიფო მდივანი ჩამოვიდა და შეხვდა მთავრობის წარმომადგენლებს – პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს. ის მოინახულებს პატრიარქს, გუშინ სტამბულში განხილული თემების ჭრილში. შემდეგ ის მრგვალ მაგიდასთან შეხვდება სამოქალაქო საზოგადოებას. საქართველოში დარჩება მისი კოლეგა, რომელიც შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება, ვინც ჩართული იყვნენ საარჩევნო პროცესში. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნება, თუ რა სახის მხარდაჭერა იქნება დასავლეთის და ევროატლანტიკური საზოგადოების მხრიდან ამ ინსტიტუტების განვითარებისათვის. და ისევ და ისევ, გზავნილი ასეთია, გამოიყენეთ ინსტიტუტები, არა ბოიკოტის გამოცხადებით, არამედ ამ ინსტიტუტების საშუალებით წარმატების მისაღწევად. ასევე იქნება ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რადგან გზავნილი გულისხმობს ნდობის გაზრდას და ისეთი ბიზნესგარემოს შექმნას, რომელიც მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს, რაც ასე საჭიროა მსოფლიოს ამ ნაწილში, რომელსაც აქვს ვაჭრობის და ინვესტიციების უდიდესი პოტენციალი, ამასთან მდებარეობს რთულ სამეზობლში. და თუ ამ სიტუაცუაციაში კავკასიის სხვა რეგიონებსაც განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ერთი მხრივ, საქართველო მიესალმება ცეცხლის შეწყვეტას და მშვიდობას მთიან ყარაბაღში, მაგრამ, აგრეთვე, შეშფოთებული ადევნებს თვალს, თუ როგორ გადაწყდება ეს კონფლიქტი. ასევე, ველით (ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად) ინსტიტუტების და სტრუქტურების გამოყენებას ეუთოს პროცესის მეშევეობით. ეს არის სახელმწიფო მდივნის (თბილისში) ნახევარი დღის მოკლე მიმოხილვა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი I: დიახ. და, რომ შევაჯამოთ, როგორც [სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რაგნის პირი II-მა] განაცხადა, ეს არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საკმაოდ ნეიტრალურ როლს ასრულებდა ძალიან რთულ სამეზობლოში, სადაც დიდი მოძრაობაა. ისინი თავს ხედავენ როგორც კარიბჭეს, როგორც ხიდს შუა აზიასა და ევროპას შორის. მათი ორიენტირი ევროპაა. მათი მისწრაფებაა, გახდნენ ევროკავშირის ნაწილი, გახდნენ ნატოს წევრი და მე ვფიქრობ, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მხოლოდ გააძლიერა ეს რწმენა, გარდა იმ არსებული კულტურული განცდისა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. და ახლა, სომხეთის თანხმობით სამშვიდობოების რანგში რუსული ჯარების ყოფნა მთიან ყარაბაღში კიდევ უფრო ამძაფრებს ამ [ევროპისკენ] მისწრაფებას, რომელიც საქართველოსთვის საუკუნეებია უცხო არ არის. ვფიქრობ, ეს უფრო განამტკიცებს მათ მონდომებას თავი წარმოაჩინონ წარმატებულ, მისწრაფებულ, დასავლეთზე ორიენტირებულ დემოკრატიად, რომლის ადგილიც ევროპული ქვეყნების ოჯახშია. მოდერატორი: უპასუხეთ რამდენიმე შეკითხვას. პირველი ნომერი რამდენიმე წუთში უნდა გავუშვათ. ნიკი და შემდეგ ადამი. შეკითხვა: ნიკ უედჰემსი ბლუმბერგიდან. გაქვთ მღელვარების საგანი იქიდან გამომდინარე, რომ მმართველი პარტიის… უბრალოდ, ვიტყვი, რომ საქართველო, შესაძლოა, თანდათან უფრო ექცეოდეს რუსეთის გავლენის ქვეშ, თქვენ კი საუბრობთ მის გახსნილობაზე ევროპისა და ნატოს მიმართ ან მის სურვილზე, შეუერთდეს ნატოს, თუმცა ის, შესაძლოა, უფრო უახლოვდებოდეს რუსეთის ორბიტას? და მეორე, რატომ გადაწყვიტა სახელმწიფო მდივანმა ჩამოსულიყო და იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულწილად არასტაბილური სიტუაციაა, ოპოზიციის ლიდერებს არ შეხვედროდა? არსებობს მღელვარების საფუძველი, რომ მისი ვიზიტი, თითქოს, სასწორს მთავრობისკენ სწევს და მიუთითებს, რომ მთავრობის არჩევნებში გამარჯვებასთან შედარებით ოპოზიციის წუხილი საკმარისად მნიშვნელოვანი არ არის? ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი I: პირველ შეკითხვას რომ ვუპასუხო, ვფიქრობ, არჩევნების შედეგები აჩვენებს, რამდენად აშკარად უარყოფს საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან კავშირს. ფაქტია, რომ რუსეთი მათი მეზობელია და ყოველთვის იქნება მათი მეზობელი. მაგრამ, როგორც [ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II-მა] განაცხადა, რუსეთს ამ ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. ეს არ არის კეთილი ნების გამოჩენის გზა და ბევრ ადამიანს 2008 წლის ომი კვლავ დიდი ტკივილით ახსენდება. ამიტომ, ვიტყოდი, რომ არსებობს რეალობა, პრაგმატიზმი იმისა, რომ რუსეთი საქართველოს მეზობელია, თუმცა მათი ორიენტირი დასავლეთია, ევროკავშირია – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: უნდა გაგიყვანონ (არ ისმის) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი I: კარგი. და _ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: ჩვენ შეგვიძლია საუბარი გავაგრძელოთ (არ ისმის). ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი I: კეთილი, დიდი მადლობა. უკაცრავად. ვწუხვარ. დიდი მადლობა. შეკითხვა: ძალიან დიდი მადლობა. შეკითხვა: (არ ისმის) შეკითხვა: დიდი მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: რომ დავასრულოთ, კიდევ ერთხელ, ჩვენ აქ ვართ, რათა ვაჩვენოთ ჩვენი დიდი ხნის მხარდაჭერა საქართველოსადმი, მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, მომავლის, პოტენციალისა და აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობისადმი, რამაც ბევრ სხვადასხვა მთავრობას, სხვადასხვა პარტიასა და აშშ-ის სხვადასხვა ადმინისტრაციას გაუძლო. ჩვენ შევხედეთ – სახელმწიფო მდივანი მოუთმენლად ელოდა ჩამოსვლას და ამ კავშირების ხაზგასმას, იქნება ეს უსაფრთხოება თუ ძლიერი როლი, რომელიც საქართველომ წლების განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობით უსაფრთხოების დიდი გამოწვევების წინაშე ითამაშა, იქნებოდა ეს ერაყში თუ დღემდე არის ავღანეთში. ისინი ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორები არიან მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ამ მიმართულებით ჩვენს მიმდინარე პარტნიორობაში. ვფიქრობ, მან [სახელმწიფო მდივანმა] შეხვედრები მოარგო იმას, რომ ეჩვენებინა მხარდაჭერა არა პოლიტიკურ ჭრილში, არამედ, ინსტიტუტებისადმი, მთავრობისადმი, საქართველოსადმი დიპლომატიური კუთხით და პარტნიორისადმი, და საშუალებას აძლევს მის დიდ გუნდს, ჩართოს სრული სპექტრი. როგორც უკვე გაიგებდით, ის გაესაუბრება სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ინსტიტუტების მშენებლობისთვის და აქ გზავნილი არის: გამოიყენეთ ინსტიტუტები, რომელიც შექმენით. თქვენ საკმაოდ კარგი სისტემა გაქვთ, და როგორც იცით, მას შემდეგ რაც აქ 14 თვის წინ ვიყავი, მათ მიიღეს ეს ზომები. ამ საკითხზე ბევრი ხელის გადაგრეხვა იყო, თუმცა მათ წარმატებას მიაღწიეს, გაატარეს ზომები, რაც სასარგებლო აღმოჩნდა. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ეს გაუმჯობესება, პროცესის უწყვეტობა და კოვიდის პირობებში [არჩევნებში] დიდი აქტივობა მიანიშნებს, რომ ხალხს სურს ამის გაკეთება. ასე, რომ ჩვენ გვაქვს შანსი, შემდგომი შანსი, რომ მოვუსმინოთ ოპოზიციას, მაგრამ, ვფიქრობ, გზავნილი იგივე იქნება. ეს არის – სახელმწიფო მდივნის უფრო მასშტაბური გზავნილი: გამოიყენეთ თქვენი ინსტიტუტები, გააგრძელეთ თქვენი სახელმწიფოს და საზოგადოების შენება, ყურადღება გაამახვილეთ უსაფრთხოების გაფართოებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე რეფორმების გატარებით, რასაც ჩვენ დიდი ხანია ხელს ვუწყობთ ჩვენი და სხვა დასავლური მხარდაჭერის დახმარებით. მოდერატორი: ადამ. შეკითხვა: დიახ. ვფიქრობ, ნიკმა ზუსტად თქვა, მაგრამ თუ შეიძლება, ორივე შეკითხვას დავამატებ. მე გუშინ ვესაუბრე ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს და, ვფიქრობ, რბილად რომ ვთქვათ, ისინი უზომოდ იმედგაცრუებული არიან დროის არდათმობის გამო. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ამას უფრო დააკონკრეტებთ, ვგულისხმობ იმას, რომ თუ რჩებით, დაელაპარაკებით იმაზე, როგორ შეგიძლიათ მათი მღელვარების დამშვიდება. ვფიქრობ, ისინი ხედავენ სახელმწიფო მდივანს, როგორც მოწინავე დამცველს იმისა, რისთვისაც ისინი აქ იბრძვიან, შესაბამისად, ეს მათი გადმოსახედიდან პრობლემატურია. მეორე – ასევე, ნიკის შეკითხვის გაგრძელება – უკუსვლაა. ვფიქრობ, ოპოზიცია აუცილებლად იტყოდა, რომ ამჟამინდელი მთავრობის ხელში ხედავენ პრო-დასავლური, პრო-ევროპული ღირებულებების მნიშვნელოვან ეროზიას. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? არის უკუსვლა? სამართლიანია, რომ – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: ბოლოდან რომ დავიწყოთ, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ეს მათი ქვეყანაა. ეს მათი დემოკრატიაა. ეს მათი ინსტიტუტებია. ეს მათი საზოგადოების აღქმა და ნებაა და თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ ამის სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია და, რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან საუბარშიც მიიღებ გარკვეულ რამეს და ამიტომაც ჩვენ მათთან ვსაუბრობთ. ვგულისხმობ საელჩოს, ელჩსა და სხვა პარტნიორებს, განსაკუთრებით ევროკავშირიდან, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად არიან ჩართული. კიდევ ერთხელ, მთავარი გზავნილი ინსტიტუტების გამოყენებაა. ახალგაზრდა დემოკრატიები, ხშირად, არ არიან შეჩვეული ცნებას, რომ ცვლილებისთვის უნდა გამოიყენო ინსტიტუტები. შეკითხვა: (არ ისმის) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: ზუსტად, და ეს არის გზავნილი და ამას ამბობს ზოგადად სახელმწიფო მდივანიც. ჩაღრმავების ნაცვლად – ჩვენ არ ჩავრევთ სახელმწიფო მდივანს შიდა პოლიტიკურ უთანხმოებასა და მღელვარებაში, ამის ნაცვლად გავაჟღერებთ ფართო გზავნილს, ვფიქრობ, ეს სწორად გავთვალეთ. ის, რომ თქვენ გესმით, უხ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ ცალკე შეხვედრა არ გვაქვს _ თქვენ შეგეძლოთ, ჩვენ შეგვეძლო დავრჩენილიყავით ერთი კვირა და ძალიან ბევრი ცალკეული შეხვედრა გაგვემართა. ამის ნაცვლად, მოდით მივიტანოთ სათქმელი, რომ მხარს ვუჭერთ ამ ქვეყანას, მის ინსტიტუტებს, მის მოქალაქეებს, ჩვენს პარტნიორობას და მათ მომავალს ტრანსატლანტიკურ, ევროატლანტიკურ დასავლეთში. ეს არის, რასაც, ვფიქრობ, რომ ვიტყვით: გადაჭერით უთანხმოებები, გააძლიერეთ საარჩევნო პროცესი მასზე უარის თქმის ნაცვლად. მოდერატორი: (არ ისმის) ალექს. შეკითხვა: დიახ. ალექს რიგო ფოქსიდან (არ ისმის). ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: ალექს, როგორ ბრძანდებით? შეკითხვა: გამარჯობა, მიხარია თქვენი ნახვა. ცოტა თემიდან გადავუხვევ, მაგრამ, ვფიქრობ არის კავშირი – და ბოდიშს ვიხდი თუ რამე გამომრჩა – თუ აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს პასუხი ღია წერილზე, რომელიც უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის წარმომადგენლებმა გაუგზავნეს სახელმწიფო მდივანს აქ აშშ-ის სამხედროების მუდმივი განთავსების თხოვნით. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ვნახე. შეკითხვა: კარგი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: უნდა გადავამოწმო, ჩვენ გვაქვს ძლიერი – შეკითხვა: მათ ეს გამოგზავნეს, ერთი წუთით. ამ კვირის დასაწყისში იყო, მგონი. გუშინ იყო. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: გასაგებია. ჩვენ გუშინ გზაში ვიყავით, როგორც გახსოვთ. შეკითხვა: გასაგებია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: ასე, რომ ამას გავეცნობით. ბევრ ინფორმაციას ვიღებთ. შეკითხვა: ზოგადად მუდმივი განთავსების თემაზე? ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: მგონი, ვნახე ძირითადი – როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ გვაქვს – საქართველო, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. მათ არ ახარებთ რუსი სამხედროების აქ ყოფნა და მათი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია. ჩვენ ვიზიარებთ მათ სურვილს, რომ ამ მხრივ ვიხილოთ ცვლილება. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვმონაწილეობთ ჟენევის პროცესში, რომელიც ინსტიტუტების გამოყენებით ამ საკითხზე მუშაობისთვისაა შექმნილი. თუმცა, ზოგადად, ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში საკმაოდ ძლიერია. როგორც უკვე აღვნიშნე, თუ გადახედავთ გასულ 20 წელს, საქართველო მტკიცე მხარდამჭერია და მონაწილეობს ზოგიერთ უმთავრეს უსაფრთხოების ძალისხმევაში, ერაყსა თუ ავღანეთში. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს რომ გავაძლიეროთ და გამოვიყენოთ ეს, და გვჯერა, რომ ინსტიტუტებისა და დემოკრატიის გაძლიერება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. ეს არის საერთო გზავნილი. შეკითხვა: ფიქრობთ, რომ სამხედროების განთავსებას ამაში როლი ექნება? ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: რომელი სამხედრო განთავსება? შეკითხვა: ამერიკის ჯარის განთავსება საქართველოში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: ჩვენ არ გვყავს ჯარი აქ – შეკითხვა: მაგრამ, ისინი გთხოვენ ამას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: ეს არის ის, რაზეც შეუძლიათ დისკუსია გააგრძელონ. შეკითხვა: კარგი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: დიპლომატიაში მრავალ წერილს, სტატიას, კომენტარს, მედია ჩართულობას იღებ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, როგორც ძლიერ პარტნიორს, და ვერ ვუპასუხებთ – კიდევ ერთხელ, არც მინახავს, ამიტომ, ვერ ვუპასუხებ სპეციფიურად რას განიხილავენ. მოდერატორი: ფრანსისკო. შეკითხვა: დიდი მადლობა. თქვენ ახსენეთ და ელჩმაც ახსენა მთიანი ყარაბაღის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც რუს სამშვიდობოებს გაგზავნის სამეზობლოში. თქვენ, როგორც აშშ, და არა საქართველო, რამდენად ხედავთ ამ ახალ სიტუაციას საფრთხედ ან ცვლილებად, სტაბილურობის შეცვლის რისკად, ამ რეგიონში არსებული ბალანსის, რუსეთის მიერ ამ ჯარის გაგზავნით? ეს ნამდვილი რისკია თუ _ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: ვიცი, რომ ეს ნაწილობრივ განვიხილეთ საფრანგეთშიც. ნამდვილად განვიხილეთ ეს საფრანგეთის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას და თქვენ ნახავდით განცხადებას, რომელიც მიესალმა აქტიური საომარი მოქმედებებისა და ძალადობის დასრულებას, რომელიც მართლაც ძალიან მძიმე იყო რამდენიმე კვირის განმავლობაში. შედეგად გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა, რომელმაც უკვე მთელ კვირას გასტანა. ჯერ კიდევ არ ვიცით დეტალები, ზუსტად რა შეთანხმება შეიმუშავეს რუსებმა და ამაზე ვმუშაობთ. ჩვენი ფრანგების მსგავსად ერთგული ვართ მინსკის თანათავმჯდომარეთა ჯგუფისა და პროცესისა და იმედი გვაქვს, ჩვენი წარმომადგენლები შეხვდებიან ამ კვირაში, ასე მგონია. შეკითხვა: დღეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: დღეს არის? შესაბამისად, უფრო მეტად ვფოკუსირდებით ამაზე. მაგრამ, როგორც იცით, ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშავეთ, სამივე თანათავმჯდომარემ, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის მიგვეღწია. ასე, რომ ვფიქრობ გუშინდელი განცხადება – შეკითხვა: დიახ, სახელმწიფო მდივნისგან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: – განიხილავდა დახმარებას, ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც რეგიონისთვის გამოვყოფთ. შეკითხვა: მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსი სამშვიდობოები აქვე საზღვრის მიღმა არიან, არის ეს საქართველოსთვის სარისკო? თქვენ ხედავთ ამას, როგორც საფრთხეს? თუ – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: როგორც იცით, რუსები აქვე გზის ბოლოს არიან და საქართველოს 20% აქვთ ოკუპირებული და ქართველებს ეს არ მოსწონთ და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათი სრული სუვერენიტეტის დაბრუნების სურვილს. (საუბარი) შეკითხვა: [ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II], რას ფიქრობთ თურქი სამშვიდობოების გაგზავნაზე მთიან ყარაბაღში? ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი II: ძალიან ბუნდოვანია – ჩვენ ცალსახად არასდროს დაგვიჭერია მხარი – მინსკის პროცესი ყოველთვის თანხმდებოდა, რომ მინსკის თანათავმჯდომარეები არ უნდა ჩაერიონ და გაუგებარია თუ ნახავთ რას ამბობენ რუსები თურქეთის როლზე შეთანხმებაში, რომელსაც ერთი კვირის წინ მიაღწიეს. ასე, რომ დაველოდებით და ვნახავთ. ძალიან საინტერესოა პუტინის მიერ უარის თქმის ნახვა, რომ იქ თურქები არ არიან ნახსენები და თურქები ძალიან დათრგუნულები არიან ამის გამო. რა თქმა უნდა, უცხო მებრძოლების შეყვანა სხვა რეგიონებიდან არ მიიჩნევა სტაბილურობის ნიშნად (არ ისმის). შეკითხვა: კარგი. 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბუდა Posted 19 ნოემბერი, 2020 Posted 19 ნოემბერი, 2020 (შესწორებული) შეკითხვა: კარგი. შეკითხვა: დიახ, სახელმწიფო მდივნისგანშეკითხვა: დღეს.შეკითხვა: ამერიკის ჯარის განთავსება საქართველოში. etc huh? შეკითხვა: ძალიან დიდი მადლობა. შეკითხვა: (არ ისმის) შეკითხვა: დიდი მადლობა რა ჯანდაბაა ეს Edited 19 ნოემბერი, 2020 by ბუდა Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 19 ნოემბერი, 2020 Posted 19 ნოემბერი, 2020 1 minute წინ, ბუდა said: შეკითხვა: კარგი. შეკითხვა: დიახ, სახელმწიფო მდივნისგანშეკითხვა: დღეს.შეკითხვა: ამერიკის ჯარის განთავსება საქართველოში. etc huh? შეკითხვა: ძალიან დიდი მადლობა. შეკითხვა: (არ ისმის) შეკითხვა: დიდი მადლობა რა ჯანდაბაა ეს სტენოგრამაა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბუდა Posted 19 ნოემბერი, 2020 Posted 19 ნოემბერი, 2020 2 minutes წინ, iaiameri said: სტენოგრამაა. სტენოკგრამაა თუ კარდიოგრამა შეკითხვები არაა ესენი Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 19 ნოემბერი, 2020 Posted 19 ნოემბერი, 2020 21 minutes წინ, ბუდა said: სტენოკგრამაა თუ კარდიოგრამა შეკითხვები არაა ესენი ცოტა ზემოთ თუ აჩოჩდები, არის შეკითხვებიც. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა