Guest Merlin Posted 13 მაისი, 2021 Posted 13 მაისი, 2021 საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის მოცულობა 2020 წლისთვის $330 მილიონს აღემატება. აქედან $300 მილიონს (90%) იმპორტული პროდუქცია შეადგენს, დანარჩენი $30 მილიონი(10%) ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებია. იმ დროს, როცა, პანდემიის მიუხედავად, მსოფლიო ფარმაცევტული ბაზარი სწრაფი ტემპით გაიზარდა, საქართველოში ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება მცირდება. ფარმაცევტული სექტორი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრიაა. მთლიანად მსოფლიო ბაზრის ღირებულება, 2020 წლის მონაცემებით, დაახლოებით $1.27 ტრილიონად იყო შეფასებული. კვლევითი ორგანიზაციების პროგნოზით, მომდევნო წლებში ეს ინდუსტრია ზრდას გააგრძელებს და 2025 წლისთვის მისი მოცულობა მინიმუმ $1.7 ტრილიონს მიაღწევს. ფარმაცევტული წარმოების გლობალურ ზრდას წამყვან ფარმაცევტულ ბაზრებზე ახალი პროდუქტები და ინოვაციური ტექნოლოგიები განაპირობებს. ასეთ წამყვან ბაზრებში ჩინეთი და შეერთებული შტატები იგულისხმება. 2020 წლისთვის აშშ ფარმაცევტული პროდუქციის 46%-ს აწარმოებდა, აზიის ქვეყნები კი ერთად ჯამში 26%-ს ქმნიან, მათ შორის ჩინეთის წილი 11%-ს შეადგენს. ყველაზე ცნობილი გლობალური ფარმაცევტული კომპანიებია ამერიკული Pfizer, Merck & Co და Johnson & Johnson, Novartis; Roche შვეიცარიიდან და ფრანგული Sanofi. გლობალურ ბაზარზე გაყიდვებით ონკოლოგიური პრეპარატები ლიდერობს. მას მოჰყვება დიაბეტის სამკურნალო საშუალებები. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა იმუნური დაავადებებისა და დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების გაყიდვები. ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში გასულ წლებში ფარმაცევტული სექტორი საქართველოშიც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და გავლენიან ბიზნესად იქცა. ის შემოსავლებით ჩამორჩება აზარტული თამაშების, სამთომომპოვებელ და ენერგოსექტორებს, თუმცა, დიდი მასშტაბის ბიზნესად არის მიჩნეული. საქართველოში მოქმედ 200 უმსხვილეს კომპანიას შორის, რომელთა წლიური შემოსავალი 60 მილიონ ლარს აღემატება,10 ფარმაცევტული კომპანიაა. 2020 წლის ფინანსური შედეგებით, ბრუნვის მოცულობით, 10 უმსხვილეს კომპანიას შორის ერთი ფარმაცევტული ბიზნესია – შპს გეფა. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე სამი კომპანია დომინირებს – ავერსი, პსპ, გეფა (ფარმადეპო, ჯპს). მათ ერთობლივად ბაზრის 70% უკავიათ. საქართველოს ფარმაცევტული სფეროს მთავარი ტენდენციები ასე გამოიყურება: ქვეყანაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა თანდათან უარესდება. მიზეზი მუდმივად მზარდი ფასებია. შედეგად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მათი შეძენა რთულდება. მედიკამენტების ხარისხი ხშირად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ეჭვს იწვევს მათი ეფექტიანობაც. ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებსა და ექიმებს შორის არაეთიკურ თანამშრომლობას. ექიმები დანიშნული წამლისთვის ფარმაცევტული კომპანიებისგან საკომისიოს იღებენ. ბაზარი ბრენდული, ანუ ძვირად ღირებული წამლებით არის გაჯერებული. პანდემიის გავლენა sam moqadam/unsplashCOVID-19-ის პანდემიამ ფარმაცევტულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. საქართველოში მომატებულია მოთხოვნა უცხოურ პრეპარატებზე, შესაბამისად, იმპორტირებული მედიკამენტების რეალიზაცია გაიზარდა, ადგილობრივი მედიკამენტების გაყიდვები კი შემცირდა. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი Business Feed-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ფარმაცევტული კომპანიების შემოსავლები პანდემიის პირობებში არ გაზრდილა: „პანდემიის პერიოდში იმ მედიკამენტების გაყიდვებმა მოიმატა, რომლებიც სასუნთქი სისტემის გართულებების დროს გამოიყენება. მოსახლეობამ ამ პერიოდში ასეთი მედიკამენტების განსაზღვრული მარაგები შეიქმნა. ქრონიკული მედიკამენტების გაყიდვები არ შეცვლილა. შემცირებულია ე.წ. მეორე რიგის, დამხმარე პრეპარატების რეალიზაცია“. პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა მედიკამენტების დისტრიბუციის პრობლემა შექმნა. ამან ტრანსპორტირების ფასი გააძვირა, რაც საცალო ფასზეც აისახა. ფასის ზრდაზე იმოქმედა უცხოური ვალუტის მიმართ ლარის დევალვაციამაც. საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების 70% დოლარშია შეძენილი, ხოლო 30% – ევროში. ირაკლი მარგველაშვილის თქმით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა შეიმცირეს მოგების მარჟა, რომ ფასების ზრდა დიდი არ ყოფილიყო. თუმცა, გაძვირება გარდაუვალი იყო. გლობალური ტენდენციისგან განსხვავებით, საქართველოში ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება 2020 წელს შემცირდა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებამდე საქართველოში ფარმაცევტული პრეპარატების და მასალების წარმოება მზარდი იყო. მსოფლიო ფარმაცევტული ტენდენციები 2021 წელს ფარმაცევტული ბაზრის მთავარი ტენდენცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა იქნება. გლობალურ ბაზარზე მიმდინარე სხვა ტენდენციები კი ასეთია: შემოსავლები იმ ფარმაცევტულ კომპანიებს ეზრდებათ, რომლებიც ვაქცინის შექმნაში მონაწილეობენ ან კოვიდინფექციის გართულებების სამკურნალო მედიკამენტებს აწარმოებნენ. რადგან საქართველოს მსგავსი წარმოება არ აქვს, შემოსავლების ზრდა ამ თვალსაზრისით არ ყოფილა და, სავარაუდოდ, არც უახლოეს მომავალში ექნება ადგილი. COVID-19 პანდემიამ ფარმაცევტული ბაზრის ხასიათიც შეცვალა. კერძოდ, გამოიწვია მიწოდების დეფიციტი, მომხმარებელმა დაიწყო მედიკამენტების პანიკური შესყიდვა და მარაგების შექმნა. პარალელურად, პანდემიამ გააჩინა ტექნოლოგიური განვითარებისა და კვლევების გაფართოების აუცილებლობა. ახალი მედიკამენტების წარმოება სულ უფრო ძვირი ჯდება (როგორც ფარმაცევტული კომპანიები ამბობენ, წარმოების ღირებულება ყოველწლიურად 10%-ით იმატებს), ამიტომ მწარმოებლები იძულებულნი არიან გაზარდონ ფასები. ეს კი, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდა საქართველოში მომავალშიც გაგრძელდება. The post ყველაფერი წამლების ბაზარზე appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა