Guest Merlin Posted 13 მაისი, 2021 Posted 13 მაისი, 2021 Twitter, Facebook, Instagram, YouTube, Amazon Web Services, Snapchat, Reddit, Twitch, LiquidWeb და Shopify – ეს იმ სოციალური ქსელების ჩამონათვალია, რომლებმაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის ანგარიშები დაბლოკეს. მიზეზი ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების მიერ იანვარში კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული შტურმია. შტურმამდე და მისი მიმდინარეობის პერიოდშიც, სოციალური ქსელების მეშვეობით ტრამპი გამუდმებით იმეორებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. 21 მარტს ტრამპის უფროსმა მრჩეველმა ჯეისონ მილერმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ მედიაპლატფორმას ქმნიდა, რომელსაც მალე ათობით მილიონი მომხმარებელი ეყოლებოდა. 4 მაისს აღმოჩნდა, რომ დაანონსებული „ახალი სოციალური მედიაპლატფორმა“ ვებსაიტია, რომელიც ძალიან ჰგავს ბლოგს. From the Desk of Donald J. Trump აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის აქამდე არსებულ ვებსაიტზე – www.donaldjtrump.com-ზეა მიბმული და მასზე განთავსებულია ცნობები უშუალოდ ტრამპის „სამუშაო მაგიდიდან“. ამ დრომდე იგი განცხადებებს პრესრელიზების სახით ავრცელებდა. ვებსაიტზე ტრამპს როგორც ტექსტების, ასევე ფოტო- და ვიდეოკონტენტის გამოქვეყნებაც შეუძლია. პირველი პოსტი სწორედ ვიდეო იყო, რომელშიც მან ახალ საკომუნიკაციო პლატფორმას „თავისუფლად და უსაფრთხოდ სასაუბრო ადგილი“ უწოდა. From the Desk of Donald J. TrumpFrom the Desk of Donald J. Trump ვებსაიტი ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებს საშუალებას აძლევს გაიარონ რეგისტრაცია, მოიწონონ პუბლიკაციები და გააზიარონ ისინი Twitter-სა და Facebook-ზე. გამოქვეყნებულ განცხადებებში ტრამპი ისევ იმეორებს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება „მოჰპარეს“. ვებსაიტის გაშვებიდან მეორე დღეს – 5 მაისს გამართულ შეხვედრაზე Facebook-ის საზედამხედველო საბჭომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს განუსაზღვრელი ვადით აეკრძალოს Facebook-სა და Instagram-ზე პოსტების გამოქვეყნება. კომპანია მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გადაწყვეტს, მიეცემა თუ არა ტრამპს მათ პლატფორმებზე დაბრუნების შესაძლებლობა. რაც შეეხება Twitter-ს, მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა ნედ სეგალმა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკეს. აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ ქსელში დაბრუნებას გაპრეზიდენტების შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს. ანგარიშის გაუქმებამდე ტრამპს Twitter-ზე 88 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავდა. The post დონალდ ტრამპმა თავისი საკომუნიკაციო პლატფორმა შექმნა appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა