Guest Merlin Posted 13 მაისი, 2021 Posted 13 მაისი, 2021 ისრაელის ბანკი აჩქარებს კვლევას ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პოტენციური ემისიის შესახებ. ცენტრალური ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი ამზადებს სამოქმედო გეგმას, რათა შეისწავლოს ციფრული შეკელის სარგებელი ეკონომიკაში. ბანკმა განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გამოუშვას თუ არა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა. ბანკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ციფრული ვალუტა მზად მაშინ იქნება, თუ სარგებელი ხარჯებსა და პოტენციურ რისკებს გადაწონის. ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ შესაძლოა განიხილოს სტაბილკოინის გაცემა, თუ იგი შეძლებს დააკმაყოფილოს მომავალი ციფრული ეკონომიკის საჭიროებები და ასევე უზრუნველყოს უფრო ეფექტური ტრანსსასაზღვრო გადახდები. გარდა ამისა, ისრაელის ბანკი იმედოვნებს, რომ შეამცირებს ფულადი სახსრების გამოყენებას. შეგახსენებთ, რომ ისრაელის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის დანერგვის შესახებ 2017 წლიდან საუბრობს. ამასთანავე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილკოინების შესწავლა და გამოყენება მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ჩინეთთან ერთად ბაჰამის კუნძულები გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი სტაბილკოინი 2020 წლის ოქტომბერში გამოსცა. The post ისრაელის ცენტრალური ბანკი ციფრული შეკელის გამოშვებას არ ჩქარობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა