Guest Merlin Posted 13 მაისი, 2021 Posted 13 მაისი, 2021 ჰონგ-კონგში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ფინანსური მომსახურების პროვაიდერმა, Babel Finance-მა სხვდასხვა კომპანიისგან ჯამში 40 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. კომპანია ინსტიტუციონალურ კლიენტებზე იყო ორიენტირებული. A სერიის საინვესტიციო რაუნდს უძღვებოდნენ Zoo Capital-ი, Sequoia Capital China, Dragonfly Capital-ი, BAI Capital-ი, Bertelsmann-ი და Tiger Global Management-ი. რაუნდში ასევე მონაწილეობა მიიღეს კერძო კაპიტალის ფონდებმა ჩრდილოეთ ამერიკიდან, აზიიდან და ევროპიდან. Babel Finance–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფლექს იანგმა განაცხადა, რომ ინვესტიციის რაუნდი დაეხმარება კომპანიას კრიპტოვალუტებზე მზარდი ინსტიტუციური მოთხოვნის დაკმაყოფილებაში: ”ტრადიციული ფინანსებისგან დამოუკიდებლად ჩვენს ახალ ინვესტორებთან კავშირი გადამწყვეტი ნაბიჯია უფრო ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებისთვის, შესაბამისობის კონტროლის გასაძლიერებლად და საბოლოოდ საიმედო მომსახურებების სრული პაკეტის უზრუნველსაყოფად. ასევე – ინვესტორების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად”. Zoo Capital-მა განაცხადა, რომ Babel Finance-ში კაპიტალის ჩადება კომპანიისთვის კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული პირველი ინვესტიციაა . The post კრიპტოვალუტით მომსახურების პროვაიდერმა 40 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა