Jump to content
×
×
  • Create New...

მთის კურორტების სააგენტო


Recommended Posts

  • ფორუმელი
მთის კურორტების სააგენტო admin Wed, 05/12/2021 - 15:17

“მთის კურორტების განვითარების კომპანია” ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის “ქონების ეროვნული სააგენტოს” ექვემდებარება და სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება ევალება.

2018-19 წლებში კომპანიამ 159 მილიონის სამუშაოები სამშენებლო ნებართვის გარეშე აწარმოა, რაც, აუდიტის სამსახურით ანგარიშით, საფრთხის შემცველია გარემოსთვის და მოსალეობისთვის.

დირექტორმა, სანდრო ონოფრიშვილმა ხელფასი იმდენად გაიზარდა, რომ 2 წლის განმავლობაში ნამატმა 109,021 ლარი შეადგინა და ამის გარდა, მოადგილესთან ერთად თვითნებურად გასცემდა პრემია-დანამატებს.

აუდიტმა აღმოაჩინა, რომ სსიპ ქონების ეროვნული სააგენტო ინფორმირებული იყო, რომ დირექტორის ხელფასი არაუფლებამოსილი პირის ბრძანებით გაიზარდა, თუმცა 2 წლის განმავლობაში ხელი არ შეუშლია ამისთვის.

შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანია” საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის - “სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტოს” მიერ 2013 წელს დაარსდა და დღეისთვის სამთო კურორტებს – გუდაურს, ბაკურიანს, გოდერძის, ჰაწვალსა და თენთულდს მართავს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” 2018-2019 წლების საქმიანობები და აღმოჩნდა, რომ 12 ხელშეკრულების საფუძველზე - 158,702,266 მილიონი ლარის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები კომპანიამ სამშენებლო ნებართვების გარეშე აწარმოა. მათ შორის რამდენიმეა – კურორტ ჰაწვალზე საწვავის საცავის ბუნკერის მშენებლობა, დიდველისა და კოხტას მთაზე არმირებული ბეტონის მოწყობა, მიტარბის მთაზე სამაშველო შენობის აშენება, კურორტ გოდერძიზე და დიდველის მთაზე ანგარის რეკონსტრუქცია.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, “ასეთი სამუშაოების უნებართვოდ წარმოებამ, შესაძლებელია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს სხვადასხვა მიმართულებით (გარემოზე ზემოქმედება, მოსახლეობის უსაფრთხოება, არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანება და ა.შ.)”.

გარდა უნებართვო მშენებლობებში დახარჯული ფულისა, აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა ისიც, რომ სხვადასხვა წელს “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” დირექტორი თვითნებურად იზრდიდა ხელფასს და ასევე, დირექტორი და მისი მოადგილე დაუსაბუთებლად გასცემდნენ პრემიებს. კერძოდ, კი “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მიერ კომპანიის დირექტორის შრომის ანაზღაურებად განსაზღვრული იყო 2,900 ლარი, თუმცა 2016 წელს იმჟამინდელმა დირექტორმა, სანდრო ონოფრიშვილმა, საკუთარი ხელფასი გაიზარდა 7,500 ლარამდე და ამის შესახებ ბრძანება გამოსცა არაუფლებამოსილმა პირმა. სანდრო ონოფრიშვილმა გაზრდილი ხელფასით თანამდებობაზე ყოფნის ბოლომდე, ანუ 2018 წლის ნოემბრამდე ისარგებლა და ამ პერიოდის განმავლობაში ჯამურად ნამატმა 109,021 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავას ხელფასის თვითნებურად გაზრდისა, ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ინფორმირებული იყო, თუმცა 2 წლის განმავლობაში სსიპ-ს ხელი არ შეუშლია ამისთვის.

სანდრო ონოფრიშვილმა დირექტორის პოსტი 2018 წლის ნოემბერში დატოვა, თქვა რომ ეს მისი სურვილი იყო და მუშაობა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას მრჩევლად განაგრძო.

რაც შეეხება დაუსაბუთებლად გაცემულ პრემიებს, აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ 2018-2019 წლებში პრემიები ისეა გაცემული, რომ არ არის კონკრეტულად დასაბუთებული, რისთვის იღებს დასაქმებული მას, ზოგ შემთხვევაში კი გაცემულ პრემიას საერთოდ არ ახლევს მოხსენებითი ბარათი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ამავე წლებში პრემიები ისე გაიცა დირექტორებზე, რომ ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ი (ქონების ეროვნული სააგენტო) ინფორმირებული არ იყო და მსგავსი რამ 7-ჯერ მოხდა, თანხამ კი 43,875 ლარი შეადგინა. პრემიები გაცემული იყო დირექტორისა და მისი მოადგილის ბრძანებების საფუძველზე.

წყაროები:

აუდიტის სამსახურის ანგარიში, გვ.32, 36, 37

ტენდერები: NAT180014692, CMR180136898, CMR180130639, CMR180130643, CMR180130644, CMR180146735, NAT190008859, CMR190136165, CMR190136175, CMR190136188, CMR190161184, CMR190190656

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-05/185031747_2950784525196978_461513866009119624_n.jpegმაისი 2021 2021 Author ანა აბაშიძე

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
25 minutes წინ, Moor said:

დირექტორმა, სანდრო ონოფრიშვილმა ხელფასი იმდენად გაიზარდა, რომ 2 წლის განმავლობაში ნამატმა 109,021 ლარი შეადგინა და ამის გარდა, მოადგილესთან ერთად თვითნებურად გასცემდა პრემია-დანამატებს.

სოსო ჯაჭვლიანი თქვენ არ გინდოდათ და გყავდეთ ონოფრა.. :D

ნეტა იმ ონოფრიშვილის ვინ არის? :wtf:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share