Jump to content
×
×
  • Create New...

Axie Infinity-ს ფილიპინელმა გეიმერმა SLP ტოკენის გაზრდის შედეგად ორი სახლი იყიდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ბაზრის ზრდის ფონზე ბლოკჩეინზე არსებული თამაშები მომგებიან ბიზნესად შეიძლება გადაიქცეს. Axie Infinity-ს 22 წლის ფილიპინელმა მოთამაშემ, აარონ რამოსმა, ფსევდონიმით Magnus TV, ფეისბუკის მომხმარებლებს გაუზიარა, თუ როგორ შეძლო ტოკენის Small Love Potion (SLP) ზრდის შედეგად უძრავი ქონების შეძენა.

24 აპრილიდან მოყოლებული, 2 მაისამდე SLP ათჯერ გაიზარდა. თუ ადრე მისი ფასი 0.035$-ს შეადგენდა, მაისის დასაწყისში ფასმა 0.364$-მდე მოიმატა. 

„მჯეროდა, რომ Axie ფეხზე დადგომის საშუალებას მომცემდა. SLP-ს ვაგროვებდი, Axie-ში ტრენდებს და განწყობებს ვაკვირდებოდი, პატარა კვლევაც ჩავატარე. შემდეგ კი SLP ისე გავყიდე, რომ ორი სახლის შესაძენი თანხა დამრჩა.“

Axie Infinity ფილიპინებზე პოპულარული 2020 წელს გახდა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, მაცხოვრებლები ფულის შოვნის ნებისმიერ გზას ეძებდნენ. თამაშში SLP-ს გამომუშავება პოკემონების მსგავსი Axie არსებების ჩვენებით ხდება, რომლებიც თამაშში საკოლექციო ტოკენების სახით იქმნება.

  Axie Infinity-ს თამაშში ასევე AXS ტოკენის გამომუშავება არის შესაძლებელი, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში 50-ჯერ გაიზარდა და ახლა 7.3$-ს შეადგენს. თუმცა რამოსს ამ ტოკენის შესახებ არაფერი უხსენებია, ისევე როგორც შეძენილი სახლების ღირებულებაზე.

თამაშების მსხვილმა მწარმოებელმა Ubisoft, რომელმაც ადრე Axie Infinity-ის დეველოპერებს  მხარი დაუჭირა, რამდენიმე ახალი პროექტის შესახებ გამოაცხადა, რომელთა დეველოპერები ბლოკჩეინზე თამაშების განვითარებისთვის გრანტებს მიიღებენ. 

წყარო: https://bits.media

 

The post Axie Infinity-ს ფილიპინელმა გეიმერმა SLP ტოკენის გაზრდის შედეგად ორი სახლი იყიდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share