Guest Merlin Posted 11 მაისი, 2021 Posted 11 მაისი, 2021 აშშ-ს ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ გამოავლინა დამნაშავე, რომელმაც ცოლის მკვლელობისთვის ქილერს ბიტკოინები გადაუხადა. ეჭვმიტანილის მონაცემები, ფოტოსურათის ჩათვლით, FBI-ის ბირჟა Coinbase-მა მიაწოდა. ტენესის შტატის მაცხოვრებელმა, ნელსონ რეპლოგლმა საკუთარი მეუღლის, ენის მკვლელობისთვის დაქირავებულ მკვლელს თანხა ბიტკოინებში გადაუხადა. FBI-ის სპეციალური აგენტის, ქლეი ანდერსონის განცხადებით, რეპლოგლმა პოტენციურ მკვლელს ბიტკოინებთან ერთად ცოლის მანქანის აღწერილობა გადაუგზავნა და აცნობა ზუსტი დრო, როდესაც ქალს შინაური ცხოველი ვეტერინართან უნდა წაეყვანა. აგენტმა ანდერსონმა სქემის შესახებ ქალაქ ნოქსვილის შერიფისგან შეიტყო, რომელსაც თავის მხრივ შესაძლო დაგეგმილ მკვლელობაზე ინფორმაცია BBC-ის თანამშრომლებმა აცნობეს. აგენტის BBC-ის თანამშრომლებზე ზეწოლის შედეგად საქმის დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი, მათ შორის საფულის მისამართიც საიდანაც თანხის გადარიცხვა მოხდა. საქმის გახსნა FBI-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტების ჩარევის შედეგად მოხდა. „FBI-ს შტაბ-ბინამ ბლოკჩეინში ტრანზაქციის ანალიზი განახორციელა და შეძლო დაედგინა, რომ მისამართი, საიდანაც ანგარიშსწორება მოხდა, Coinbase-ს ანგარიში იყო.“ კრიპტობირჟამ ფედერალური ბიუროს მოთხოვნით ინფორმაცია დაუყოვნებლივ, „სიცოცხლის მოსპობის საშიშროების“ საბაბით გასცა. FBI-ს გადაეცა არა მხოლოდ ტრანზაქციის ისტორია, არამედ მომხმარებლის ყველა არსებული მონაცემი იმ ფოტოსურათების ჩათვლით, რომლებსაც რეპლოგლი რეგისტრაციისას და KYC შემოწმების დროს იყენებდა. Coinbase-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასევე შეიცავდა მომხმარებლის IP მისამართს და ბანკის სახელწოდებას, რომელიც რეპლოგლმა ექაუნთს მიაბა. ბანკმა რელპლოგლის მიერ ბიტკოინების შესაძენად საკუთარი დანაზოგის გამოყენება დაადასტურა. ამ დრომდე ვერ მოხერხდა თავად ქილერის იდენტიფიკაცია. როგორც ჩანს, მას არ გამოუყენებია Coinbase-ს მსგავსი რეგულირებადი სერვისი და დამკვეთს გადარიცხვისთვის მხოლოდ პერსონალური საფულის მონაცემები მიაწოდა. სამართალდამცავი ორგანოები Coinbase-ს ინფორმაციის მისაღებად სულ უფრო ხშირად მიმართავენ. კომპანიის გამჭვირვალობის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ინფორმაციის მისაღებად განაცხადების რაოდენობა ბოლო ექვსი თვის მანძილზე 17%-ით არის გაზრდილი. გასულ წელს კი შემოსული განაცხადების რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სიმარტივით რეგულირებადი კრიპტობირჟებისგან საჭირო ინფორმაციის მიღება აშშ-ს შემოსავლების სამსახურსაც შეუძლია. წყარო: https://bits.media The post Coinbase-ს დახმარებით FBI-იმ მკვლელობა აღკვეთა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 11 მაისი, 2021 Posted 11 მაისი, 2021 ნამეტანი არ უნდა უხაროდეს ეს ბიტკოინის ქომაგებს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 11 მაისი, 2021 Posted 11 მაისი, 2021 31 minutes წინ, ChariotGod said: ნამეტანი არ უნდა უხაროდეს ეს ბიტკოინის ქომაგებს. რატო? მარტო დებილი თუ გამოიყენებს მკვლელისთვის ფულის გადასარიცხად რეგულირებული ან თუნდაც არარეგულირებული ბირჟის საფულეს. 15 წამი უნდა ისეთი რენდომ საფულის დაგენერირებას, რომლითაც ვერ მოგაგნებენ. როგორც ქილერს ვერ მიაგნეს, ისე შეეძლო მაგასაც. მოკლედ ბიტკოინი არაფერშუაშია Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 11 მაისი, 2021 Posted 11 მაისი, 2021 სტატიის მესიჯია რომ ბიტკოინ ბირჟა თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან. დალშე სპეციფიკა მეორეხარისხოვანია. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 12 მაისი, 2021 Posted 12 მაისი, 2021 4 საათის წინ, ChariotGod said: სტატიის მესიჯია რომ ბიტკოინ ბირჟა თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან. სტატიის მესიჯია, რომ ბირჟა მკვლელებს ხელს არ აფარებს სპყ. ხშირად იყო ბრალდებები ბირჟებისადმი, რომ ფულს ათეთრებენ და კრიმინალს ხელს უწყობენ. ესეთი ნიუსები საპირისპიროს ამბობენ. თორე ახალი არაა რომ ყველა რეგულირებული ბირჟა თანამშრომლობს სახელმწიფოსთან და ბირჟებში სახელმწიფოს რეიდები და აუდიტიც ბევრჯერ მომხდარა. პლიუსი ისაა რომ ფულის დაკარგვის ნაკლები შანსია და ლიკვიდურობაც მაღალი აქვს ასეთ ბირჟებს თორე თუ გინდა რომ გვერდი აუარო, დეცენტრალიზებული ბირჟებიც ბლომადაა. საფულეს კიდე ბირჟა არ ჭირდება, დებილი იყო მკვლელობის დამკვეთი. თან ბიტკოინი ყველა ტრანზაქციის ისტორიას ინახავს და საჯარო ინფოა, ამოუყრიდნენ ყველაფერს. არსებობს ანონიმური კოინებიც, მარა არ გჭირდება რეალურად ეგენი არაფერში, ბიტკოინის შენიღბვაც შეგიძლია თუ მოინდომებ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა