Guest Merlin Posted 11 მაისი, 2021 Posted 11 მაისი, 2021 10 მაისს ეთერიუმმა 4,000 დოლარის დონე პირველად გადალახა. გუშინ კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 4.100 დოლარის დონეზე დაფიქსირდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღის ბოლომდე ეთერიუმმა ამ კურსის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ფასის ნიშნული 3.900-სა და 3.600 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. 10 მაისს ეთერიუმზე ვაჭრობა 3.924 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 4.197 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი დონე კი კვლავ 3.684 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს კი ეთერიუმზე ვაჭრობა 3.952 დოლარზე დაიხურა. კვირის განმავლობაში ალტკოინის ფასის მაჩვენებელი დაახლოებით 15.16%-ით გაიზარდა. ალტკოინმა ზრდის ტენდენციის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ბოლო 24 საათის მანძილზე ეთერიუმის კურსი 4.26%-ით არის შემცირებული. ამ ეტაპზე ეთერიუმის ფასის ნიშნული კვლავ 3.900 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ანალიტიკოსების აზრით, კურსის ზრდის შემთხვევაში ეთერიუმის ფასის მომდევნო სამიზნე დონე კვლავ 4.000 დოლარია. შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 11 მაისს ეთერიუმის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 461 მილიარდ დოლარს შეადგენს. The post ეთერიუმის სამიზნე ფასი კვლავ 4.000 დოლარია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა