Jump to content
×
×
  • Create New...

მაინინგი საქართველოში


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კრიპტოვალუტა ელექტრონული ფულია, რომელიც მსოფლიოში 2008 წლიდან გამოჩნდა. მისი საკუთრებაში მიღება ვაჭრობის ან .. მაინინგის გზით არის შესაძლებელი

მაინინგი კრიპტოვალუტის გამომუშავების კომპიუტერული პროცესია. იგი მათემატიკური ალგორითმების ამოხსნის შედეგად მიმდინარეობს და ახალ კრიპტოვალუტას წარმოქმნის, რაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საშუალებით ხდება. მაინინგისთვის მძლავრი კომპიუტერული აღჭურვილობა და დიდი რაოდენობით ელექტროენერგიაა საჭირო, ამიტომ ამ მხრივ ლიდერობენ ის ქვეყნები, სადაც ელექტროენერგიის გადასახადი შედარებით დაბალია. Cambridge Center for Alternative Finance-ის (CCAF) მონაცემებით, ამჟამად ბიტკოინი დაახლოებით 110 ტერევატ/საათ ენერგიას მოიხმარს, რაც ჯამში გლობალური ენერგორესურსის 0.55%-ია. შედარებისთვის, ბიტკოინი ყოველწლიურად იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე არგენტინა.

კრიპტოვალუტა უკვე საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული გახდა და მის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება. ეკონომიკის მინისტრისნათია თურნავას განცხადებით, 2020 წელს საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 2% კრიპტოვალუტის მაინინგით დაკავებულმა კომპანიებმა დახარჯეს.

საქართველოში მაინინგფერმების დიდი ნაწილი ენგურჰესზეა განთავსებული. თუმცა, მაინინგით დაკავებული არიან როგორც კომპანიები, ასევე კერძო პირებიც. ეს საქმიანობა განსაკუთრებით პოპულარულია სვანეთში, რადგან იქ მოსახლეობა დენის ტარიფს არ იხდის. 

მაინინგი საქართველოშიTabagari

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინი კრიპტოვალუტის ყველაზე პოპულარული, მაგრამ არა ერთადერთი სახეობაა. მსოფლიოში 1 500-მდე სხვადასხვა ციფრული ვალუტა არსებობს. მათ შორისაა ეთერიუმი, ლაითკოინი, რიპლი და ა.შ. ბიტკოინის ცნობადობას მისი ფასის სწრაფი ზრდა განაპირობებს, რომელიც ამ დროისთვის $50 000-ს აღემატება.

მსოფლიოში კრიპტოვალუტით ვაჭრობის უამრავი პლატფორმა არსებობს, მათ შორის ქართულიც. მაგალითად, 2020 წელს ბაზარზე გამოჩნდა ქართული კრიპტობირჟა Gex.ge, რომელიც უკვე საერთაშორისო ბაზარზეც გავიდა და ახლა Cryptal.ge-ს სახელითაა ცნობილი. საქართველოში ასევე პოპულარობით სარგებლობს MyCoins.ge. ვებსაიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად მართონ კრიპტოსავალუტო ოპერაციები: იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ სასურველი კრიპტოვალუტა. MyCoins.geზე ამჟამად 55 000 კრიპტოვალუტით დაინტერესებული ადამიანია რეგისტრირებული

მსოფლიოში კრიპტოვალუტის რეგულირებაზე საერთაშორისო შეთანხმება არ არსებობს და სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული მიდგომა აქვს. როგორც MyCoins.ge საოპერაციო დირექტორი ნიკა ყოლბაია Business Feedთან საუბრისას ამბობს, არსებობს ფინანსთა სამინისტროს ბრძანება, რომლის მეშვეობითაც რეგულირდება მაინინგის მიმართულება და ყიდვაგაყიდვა:

სხვა ტიპის ჩანაწერი კანონმდებლობაში არ გვაქვს. თუმცა, მე როგორც ვიცი, აქტიურად მუშაობს როგორც ეროვნული ბანკი, ასევე ფინანსთა სამინისტრო, რომ მოხდეს რეგულაცია. ძირითადად, ევროპას უყურებენ ხოლმე, მაგრამ სტანდარტი არ არსებობს ევროკავშირში და ამჟამად სტანდარტიზაციის მოდელზე მუშაობენ.“

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, იაპონიაში, კრიპტოვალუტის გამოყენებით პროდუქციის შეძენა სუპერმარკეტებშიც კი შესაძლებელია. ნიკა ყოლბაიას თქმით, ეს საქართველოშიც არც ისე შორეული გეგმაა და MyCoins.ge აქტიურად მუშაობს კრიპტო საგადასახადო სისტემის შექმნაზე.

რაც შეეხება კრიპტოვალუტის განაღდებას, MyCoins.ge ავტომატური ჩარიცხვის სერვისის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია საკუთარი კრიპტომისამართის საბანკო ანგარიშთან დაკავშირება, ავტომატურად დაკონვერტირებული თანხა კი პირდაპირ ანგარიშზე დაერიცხება. ასევე, საქართველოში არსებობს კრიპტოვალუტის ბანკომატებიკრიპტომატებირომელთა მეშვეობითაც ძალიან მარტივად შეიძლება კრიპტოვალუტის ლარში განაღდება

როგორც წესი, ადამიანებს ყველაზე ხშირად აინტერესებთ, თუ რა თანხაა საჭირო კრიპტოვალუტით ვაჭრობის დასაწყებად. ნიკა ყოლბაია ამბობს, რომ MyCoins.geზე ვაჭრობა ერთი ლარითაც არის შესაძლებელი. თუმცა, კლიენტებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ ისეთი თანხით დაიწყონ, რომლის დაკარგვის შემთხვევაში, ნაკლებად დასწყდებათ გული:

როგორც წესი, ძალიან მერყევია, ძალიან სწრაფად იზრდება და ძალიან სწრაფად ეცემა კიდეც, რაც კრიპტოვალუტის ისტორიამ გვაჩვენა. თუ პროფესიული ვაჭრობა გინდა, მუდმივად უნდა გაეცნო ყველა ტიპის ნიუსს. ახლა ახალი ტრენდია, რომ, მაგალითადრომელიმე გავლენიანი ადამიანი დაწერს რაღაცას Twitter-ზე და მერე შეიძლება კრიპტოვალუტის ფასი 10-20%-ით გაიზარდოს.“

აქედან გამომდინარე, კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანი მუდმივად ინფორმირებული უნდა იყოს არა მხოლოდ ფასების ცვალებადობაზე, არამედ ამ სფეროში არსებულ ნებისმიერ სიახლესა და ახალ ტენდენციებზე

The post მაინინგი საქართველოში appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share