Guest Merlin Posted 11 მაისი, 2021 Posted 11 მაისი, 2021 კრიპტოვალუტა ელექტრონული ფულია, რომელიც მსოფლიოში 2008 წლიდან გამოჩნდა. მისი საკუთრებაში მიღება ვაჭრობის ან ე.წ. მაინინგის გზით არის შესაძლებელი. მაინინგი კრიპტოვალუტის გამომუშავების კომპიუტერული პროცესია. იგი მათემატიკური ალგორითმების ამოხსნის შედეგად მიმდინარეობს და ახალ კრიპტოვალუტას წარმოქმნის, რაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საშუალებით ხდება. მაინინგისთვის მძლავრი კომპიუტერული აღჭურვილობა და დიდი რაოდენობით ელექტროენერგიაა საჭირო, ამიტომ ამ მხრივ ლიდერობენ ის ქვეყნები, სადაც ელექტროენერგიის გადასახადი შედარებით დაბალია. Cambridge Center for Alternative Finance-ის (CCAF) მონაცემებით, ამჟამად ბიტკოინი დაახლოებით 110 ტერევატ/საათ ენერგიას მოიხმარს, რაც ჯამში გლობალური ენერგორესურსის 0.55%-ია. შედარებისთვის, ბიტკოინი ყოველწლიურად იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე არგენტინა. კრიპტოვალუტა უკვე საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული გახდა და მის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება. ეკონომიკის მინისტრის – ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წელს საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 2% კრიპტოვალუტის მაინინგით დაკავებულმა კომპანიებმა დახარჯეს. საქართველოში მაინინგფერმების დიდი ნაწილი ენგურჰესზეა განთავსებული. თუმცა, მაინინგით დაკავებული არიან როგორც კომპანიები, ასევე კერძო პირებიც. ეს საქმიანობა განსაკუთრებით პოპულარულია სვანეთში, რადგან იქ მოსახლეობა დენის ტარიფს არ იხდის. Tabagariუნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინი კრიპტოვალუტის ყველაზე პოპულარული, მაგრამ არა ერთადერთი სახეობაა. მსოფლიოში 1 500-მდე სხვადასხვა ციფრული ვალუტა არსებობს. მათ შორისაა ეთერიუმი, ლაითკოინი, რიპლი და ა.შ. ბიტკოინის ცნობადობას მისი ფასის სწრაფი ზრდა განაპირობებს, რომელიც ამ დროისთვის $50 000-ს აღემატება. მსოფლიოში კრიპტოვალუტით ვაჭრობის უამრავი პლატფორმა არსებობს, მათ შორის ქართულიც. მაგალითად, 2020 წელს ბაზარზე გამოჩნდა ქართული კრიპტობირჟა Gex.ge, რომელიც უკვე საერთაშორისო ბაზარზეც გავიდა და ახლა Cryptal.ge-ს სახელითაა ცნობილი. საქართველოში ასევე პოპულარობით სარგებლობს MyCoins.ge. ვებსაიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად მართონ კრიპტოსავალუტო ოპერაციები: იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ სასურველი კრიპტოვალუტა. MyCoins.ge–ზე ამჟამად 55 000 კრიპტოვალუტით დაინტერესებული ადამიანია რეგისტრირებული. მსოფლიოში კრიპტოვალუტის რეგულირებაზე საერთაშორისო შეთანხმება არ არსებობს და სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული მიდგომა აქვს. როგორც MyCoins.ge–ს საოპერაციო დირექტორი ნიკა ყოლბაია Business Feed–თან საუბრისას ამბობს, არსებობს ფინანსთა სამინისტროს ბრძანება, რომლის მეშვეობითაც რეგულირდება მაინინგის მიმართულება და ყიდვა–გაყიდვა: „სხვა ტიპის ჩანაწერი კანონმდებლობაში არ გვაქვს. თუმცა, მე როგორც ვიცი, აქტიურად მუშაობს როგორც ეროვნული ბანკი, ასევე ფინანსთა სამინისტრო, რომ მოხდეს რეგულაცია. ძირითადად, ევროპას უყურებენ ხოლმე, მაგრამ სტანდარტი არ არსებობს ევროკავშირში და ამჟამად სტანდარტიზაციის მოდელზე მუშაობენ.“ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, იაპონიაში, კრიპტოვალუტის გამოყენებით პროდუქციის შეძენა სუპერმარკეტებშიც კი შესაძლებელია. ნიკა ყოლბაიას თქმით, ეს საქართველოშიც არც ისე შორეული გეგმაა და MyCoins.ge აქტიურად მუშაობს კრიპტო საგადასახადო სისტემის შექმნაზე. რაც შეეხება კრიპტოვალუტის განაღდებას, MyCoins.ge–ს ავტომატური ჩარიცხვის სერვისის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია საკუთარი კრიპტომისამართის საბანკო ანგარიშთან დაკავშირება, ავტომატურად დაკონვერტირებული თანხა კი პირდაპირ ანგარიშზე დაერიცხება. ასევე, საქართველოში არსებობს კრიპტოვალუტის ბანკომატები – კრიპტომატები – რომელთა მეშვეობითაც ძალიან მარტივად შეიძლება კრიპტოვალუტის ლარში განაღდება. როგორც წესი, ადამიანებს ყველაზე ხშირად აინტერესებთ, თუ რა თანხაა საჭირო კრიპტოვალუტით ვაჭრობის დასაწყებად. ნიკა ყოლბაია ამბობს, რომ MyCoins.ge–ზე ვაჭრობა ერთი ლარითაც არის შესაძლებელი. თუმცა, კლიენტებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ ისეთი თანხით დაიწყონ, რომლის დაკარგვის შემთხვევაში, ნაკლებად დასწყდებათ გული: „როგორც წესი, ძალიან მერყევია, ძალიან სწრაფად იზრდება და ძალიან სწრაფად ეცემა კიდეც, რაც კრიპტოვალუტის ისტორიამ გვაჩვენა. თუ პროფესიული ვაჭრობა გინდა, მუდმივად უნდა გაეცნო ყველა ტიპის ნიუსს. ახლა ახალი ტრენდია, რომ, მაგალითად, რომელიმე გავლენიანი ადამიანი დაწერს რაღაცას Twitter-ზე და მერე შეიძლება კრიპტოვალუტის ფასი 10-20%-ით გაიზარდოს.“ აქედან გამომდინარე, კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანი მუდმივად ინფორმირებული უნდა იყოს არა მხოლოდ ფასების ცვალებადობაზე, არამედ ამ სფეროში არსებულ ნებისმიერ სიახლესა და ახალ ტენდენციებზე. The post მაინინგი საქართველოში appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა