Jump to content
×
×
  • Create New...

ამ დროს


ფორთოხალი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, marguerite said:

რა მიზეზით გამოგაყოლა სამი?

 

თქვენ ახსნილ ვეფხისტყაოსანს არ მოვყვები, არ მომწონს როგორც ხსნით და საერთოდ ხელს მიშლით მე ხომ არ გიშლით ხელს ვზივარ ჩემთვის ჰემინგუების ვკითხულობ თქო. ხო და ეგრე. გაგანია კუბის რევოლუციაა, ჰარი მორგანს ვკითხულობ და ტიპშა მეუბნება საზეპიროები მომიყევიო, შიგ ხო არ გაქვს ქალო, რატო უნდა დავიზეპირო ვეფხისტყაოსანი? ნიშნისთვის? ჰააჰ

ჩემზე კარგად თავს დავდებ მისი მოსწავლეებიდან შოთა მაინც არავინ იცის! მათ შორის მათ ვინც ხუთიანებზე დახურეს მეცხრე კლასი! საერთოდაც უნიში ვეფხისტყაოსანს ერთი სემესტრი ვსწავლობდი, ავირჩიე და ვკაიფობდი სიამოვნებისგან!

2 დამიწერა და გამომაგდო გაკვეთილიდან, იმ დღიდან ქართულებზე არ მივლია, დირექტორს ვევასებოდი ისტორიებს მიკითხავდა და 4 მაინც დაუწერეო და მოკლედ მისი ხათრით გამოცდების გარეშე 3 გამომაყოლა :lol: 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, ფორთოხალი said:

რაღაცა არსებობს ??

 

მგონი ხო 

:scared:

 

:rolf:

4 minutes წინ, ფორთოხალი said:

მაგას აკეთებდა ჩემი რუსულის მასწიც და შეწირა კიდეც თავისი სამსახური :saqanela:

ეგ როგორ?

მოგვიყევი :chups: 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan

მანდ მთავარი ისაა, არასდროს დაფიქრებულა, რომ  სხვხნაირად აეხსნა

 

დაეინტერესებინე

 

 

ეჰ

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

@marguerite ტლუ ქალი იყო იმენა. მეათეში მყავდა ქართულის მასწი რომელსაც უყვარდა თავისი საქმე, გვქონდა დისკუსიები, ხოცვა_ჟლეტვა, მაგიტო ლიცეუმის ორი წელია ჩემთვის სკოლა რომელმაც ბევრი მომცა, იქაურ მასწებთან დღემდე ვდაქალობ, სამეგობროც იქედან გამომყვა, ჯგუფური მუშაობები, დებატები და ვნებათღელვები გვქონდა, სად ხდებოდა მაშინ რომელ სკოლაში ეგეთები? არსად, ერთეულ ადგილებში მხოლოდ! ზარი რომ ირეკებოდა დასვენებაზე არ გავდიოდით გარეთ გეფიცები, თანამედროვე ლიტერატურას გაყუსულები ვისხედით ყველანი და ფიზკულტურის გაკვეთილი რომ გვეკიდა ორი 45 წუთი მაგ დროს ვკითხულობდით რომ მერე სხვებისთვისაც გადაგვეცა ჩვენი წაკითხული წიგნები, გოგოებიც და ბიჭებიც... მაგ დროს თურმე ვიღაცებს ვუყვარდი და მე წარმოდგენა არ მქონდა, წლების მერე გავიგე, ყველანი ეგრე ვიყავით ძალიან ბავშვურები და ცნობისმოყვარეები, პრინციპშ ჩემი ჯგუფი იყო ეგეთი თორემ პარალელის გოგოები პირველები ამაგრებდნენ ბირჟას :lol: 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan

 

მართლა ბედნიერება ასეთი მასწი. აი რომ გსიამოვნებს გაკვეთილი და ერთი სული გაქვს. ჩემს სკოლაში რაები ხდებოდა, არ მომაყოლოთ ;(

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

აუ რა გამახსენდა, USAID- ის პროგრამით ორკვირიანი ტრენინგებით ვიყავით ლიკანისა საზაფხულო სკოლაში თან მთელი საქართველოს ბავშვები ყველა კუთხიდან 20-20 ბავშვი, იმერეთიდან ჩვენ ვიყავით მოკლედ, იქედან რომ ვბრუნდებოდით პირველი მე ავედი ავტობუსში ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი შინ, ვუყურებ ამ ჩემ კლასელებს და ყველა სლუკუნებს, ყველანი ერთმანეთს ეხვევიან, ემშვიდობებიან, მე ვფიქრობ, რა ღლე მჭირს? ნუთუ ორი კვირის მანძლზე არავინ გამეძვირფასა რომ მეც დამწყდეს გული რომ ვტოვებ?  :wtf:

დღეს ვახსენებ ხოლმე რომ სლუკუნებდით თქო და ყველა უარობს არ გვიტირიაო, დაწითლებული სახეებით ეყარნენ ავტობუსში გატრუნულები :rolf: სკოლა უნდა იყოს ეგეთი! 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, marguerite said:

მართლა ბედნიერება ასეთი მასწი. აი რომ გსიამოვნებს გაკვეთილი და ერთი სული გაქვს. ჩემს სკოლაში რაები ხდებოდა, არ მომაყოლოთ ;(

შენ სკოლაში? 

ხო მსმენია თბილისის სკოლებზე  მარა გაითვალისწინე რომ 7 სკოლა მაქვს გამოცვლილი, ტყუილად კი არ ვიცვლიდი სკოლებს  და უამრავი პარალელი კიდევ :lol: 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan

 

ჩემს სკოლაში ხდებოდა არნახული ამბები

 

ამის გამო იცვლიდი?

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   346 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 344 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(4)
    • Seth
    • YandexBot(2)