Jump to content
×
×
  • Create New...

SpaceX თანამგზავრის მთვარეზე გაშვებისთვის ანაზღაურებას DOGE-ში მიიღებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კანადური კომპანია Geometric Energy Corp საკუთარი თანამგზავრის კოსმოსში გაშვებისთვის SpaceX-ს  ანაზღაურებას DOGE-ში გადაუხდის. 40 კილოგრამიანი თანამგზავრის ორბიტაზე განთავსებას  რაკეტა Falcon 9 2022 წელს უზრუნველყოფს.

„ეს მისია კრიპტოვალუტის დედამიწის ორბიტის ფარგლებს გარეთ გამოყენების დემონსტრირებას მოახდენს და კომერციულ კოსმოსურ გადაზიდვებს დაუდებს საფუძველს“- განაცხადა SpaceX-ის კომერციული ოპერაციაბის ვიცე-პრეზიდენტმა, ტომ ოჩინერომ (Tom Ochinero) 

ინფორმაციას საკუთარ ტვიტერზე  SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თანამგზავრის გაშვება 2022 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.

SpaceX launching satellite Doge-1 to the moon next year

– Mission paid for in Doge
– 1st crypto in space
– 1st meme in space

To the mooooonnn!!https://t.co/xXfjGZVeUW

— Elon Musk (@elonmusk) May 9, 2021

მასკი 2013 წელს ამოქმედებული Dogecoin-ის ცნობილი მხარდამჭერია. სოციალურ ქსელებში მისი აქტიურობის შედეგად DOGE ერთი წლის განმავლობაში თითქმის ასჯერ გაიზარდა და ზრდის ტემპით ბიტკოინს და ეთერიუმსაც გაუსწრო.

Dogecoin-ით გადახდის შესაძლებლობა ბევრმა კომპანიამ დაამატა. მათ შორის არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ონლაინ რითეილერი Newegg და ავიაკომპანია AirBaltic. DOGE-ს კურსის უეცარმა ზრდამ აპლიკაცია Robinhood-ის სისტემის ნაწილი გამოიყვანა მწყობრიდან, რადგან პლატფორმამ DOGE-ს შეძენის მსურველების შემოტევას ვერ გაუძლო. 

წყარო:  https://bits.media

 

The post SpaceX თანამგზავრის მთვარეზე გაშვებისთვის ანაზღაურებას DOGE-ში მიიღებს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share