Guest Merlin Posted 10 მაისი, 2021 Posted 10 მაისი, 2021 კანადური კომპანია Geometric Energy Corp საკუთარი თანამგზავრის კოსმოსში გაშვებისთვის SpaceX-ს ანაზღაურებას DOGE-ში გადაუხდის. 40 კილოგრამიანი თანამგზავრის ორბიტაზე განთავსებას რაკეტა Falcon 9 2022 წელს უზრუნველყოფს. „ეს მისია კრიპტოვალუტის დედამიწის ორბიტის ფარგლებს გარეთ გამოყენების დემონსტრირებას მოახდენს და კომერციულ კოსმოსურ გადაზიდვებს დაუდებს საფუძველს“- განაცხადა SpaceX-ის კომერციული ოპერაციაბის ვიცე-პრეზიდენტმა, ტომ ოჩინერომ (Tom Ochinero) ინფორმაციას საკუთარ ტვიტერზე SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თანამგზავრის გაშვება 2022 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. SpaceX launching satellite Doge-1 to the moon next year – Mission paid for in Doge– 1st crypto in space– 1st meme in space To the mooooonnn!!https://t.co/xXfjGZVeUW — Elon Musk (@elonmusk) May 9, 2021 მასკი 2013 წელს ამოქმედებული Dogecoin-ის ცნობილი მხარდამჭერია. სოციალურ ქსელებში მისი აქტიურობის შედეგად DOGE ერთი წლის განმავლობაში თითქმის ასჯერ გაიზარდა და ზრდის ტემპით ბიტკოინს და ეთერიუმსაც გაუსწრო. Dogecoin-ით გადახდის შესაძლებლობა ბევრმა კომპანიამ დაამატა. მათ შორის არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ონლაინ რითეილერი Newegg და ავიაკომპანია AirBaltic. DOGE-ს კურსის უეცარმა ზრდამ აპლიკაცია Robinhood-ის სისტემის ნაწილი გამოიყვანა მწყობრიდან, რადგან პლატფორმამ DOGE-ს შეძენის მსურველების შემოტევას ვერ გაუძლო. წყარო: https://bits.media The post SpaceX თანამგზავრის მთვარეზე გაშვებისთვის ანაზღაურებას DOGE-ში მიიღებს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა