Guest Merlin Posted 10 მაისი, 2021 Posted 10 მაისი, 2021 სინგაპურის უმსხვილესი ბანკი 2021 წლის პირველ კვარტალში კრიპტო მოცულობის 10-ჯერ ზრდას აჩვენებს. DBS-მ, სინგაპურის უდიდესმა საცალო და კომერციულმა ბანკმა, პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები კრიპტოვალუტის ვაჭრობის დაწყების შემდეგ გაასაჯაროვა. DBS–ის ფინანსურმა დირექტორმა, ჩენგ სოკ ჰუმ მედიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ბანკმა რეკორდული მაჩვენებელი მიიღო, რადგან კვარტალში წმინდა მოგებამ პირველად ისტორიაში 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა კვარტალთან შედარებით გაორმაგებული რიცხვი იყო. DBS–ის ახლად ამოქმედებულმა კრიპტო პლატფორმა DBS Digital Exchange–მა აშკარად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რადგან პლატფორმამ ათჯერ გაზარდა ყოველდღიური სავაჭრო მოცულობა, რომელიც 30 მილიონიდან 40 მილიონამდე მერყეობდა. აღმასრულებელმა დირექტორმა, პიუშ გაფტამ ბირჟის გეგმების შესახებ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ კომპანიის თანამშრომლობა შეერთებული შტატების საინვესტიციო ბანკ JPMorgan Chase-თან და სინგაპურის სახელმწიფო საინვესტიციო ფირმას Temasek-თან მიმდინარეობს, რათა ახალი Blockchain საწარმო შეიქმნას, რომელიც გლობალურ ბანკთაშორის გარიგებებზე იქნება ორიენტირებული. The post სინგაპურის ბანკის მოგება კრიპტო პლატფორმის ამოქმედების შემდეგ ათჯერ გაიზარდა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა