Jump to content
×
×
  • Create New...

Binance–ის აღმასრულებელი დირექტორი: სტაბილკოინს ნაკლოვანებები აქვს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Frances-Central-Bank-Digital-Currency-CB

Binance–ის აღმასრულებელი დირექტორი სტაბილკოინის ნაკლოვანებებზე საუბრობს. მისი აზრით, სტაბილკოინების მთავარი ნაკლი ცენტრალიზებული სისტემაა.

Changpeng Zhao-ს თქმით, ისეთი კრიპტოვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი სტაბილკოინისგან განსხვავებით დეცენტრალიზირებულია.

მისი თქმით, ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ვალუტის გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა, დაიკარგოს ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც მომხმარებელს ციფრული ვალუტის გამოყენებისკენ უბიძგებს.

Changpeng Zhao-ს აზრით, მინიმუმ მოხდება კონტროლის იმ დონეზე გამკაცრება, რაც ცენტრალურ ბანკს მისცემს საშუალებას მარეგულირებლის მოთხოვნები, ციფრული ვალუტის მიღებისათვის, დააკმაყოფილოს. ეს შეეხება მომხმარებლების პირადი მონაცემების გადამოწმების სიმკაცრესაც.

შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში Bloomberg–თან ინტერვიუს დროს Binance-ის დამფუძნებელმა საკუთარი არჩევანის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ ურჩევნია ბიტკოინს ფლობდეს, ვიდრე უძრავ ქონებას.

“მე არ ვფლობ ტრადიციულ ვალუტას. ფიზიკურად არსებული ფული, რომელიც მე მაქვს, ალბათ უმნიშვნელოა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მე არ ვიყენებ კრიპტოვალუტას ტრადიციული ვალუტის შესაძენად. მე, მხოლოდ ციფრული ვალუტის შენარჩუნება მინდა. ამიტომ არ ვგეგმავ, რომ ჩემი კრიპტოვალუტები ნაღდი ფულით ჩავანაცვლო”,-აღნიშნა კრიპტო მილიარდერმა.

The post Binance–ის აღმასრულებელი დირექტორი: სტაბილკოინს ნაკლოვანებები აქვს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share