Jump to content
×
×
  • Create New...

მარკ იუსო: ბიტკოინის ფასი 235.000 დოლარი გახდება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_721595488-300x200.jpg

Morgan Creek Capital Management–ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მარკ იუსკო მიიჩნევს, რომ ბიტკოინის შემდეგი საბაზრო ციკლი შეიძლება საგრძნობლად უსწრებეს მის კონკურენტს – ოქროს.

CNBC–სთან ინტერვიუს დროს მარკ იუსკომ ბიტკოინის სწრაფი მიღება შეადარა Facebook-ის, Apple-ის, Amazon-ის, Netflix-ის და Google–ის პოპულარობას.

”ეს არის ქსელი. ქსელები კი მუდმივად იზრდება. ეს არის უსწრაფესი ქსელები ისტორიაში, ტრილიონი დოლარის ღირებულებით, რომლებსაც მომხმარებლების ნდობის მოსაპოვებლად 15–დან 20 წლამდე დასჭირდათ”,-განაცხადა მარკ იუსკომ.

იუსკოს პროგნოზით, ბიტკოინი ოქროს კონკურენციას გაუწევს. ”თუ ოქროს ფულადი ღირებულება 4 ტრილიონი დოლარია, მაშინ “ციფრული ოქროს” კაპიტალიზაციაც ასეთივე უნდა იყოს”,- აღნიშნა Morgan Creek Capital Management–ის დამფუძნებელმა.

მარკ იუსკოს პროგნოზით, მომავალში ბიტკოინს მინიმუმ 235,000 აშშ დოლარით შეეძლება ვაჭრობა.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისის Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის ფასი 54.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ერთი ტრილიონი დოლარი იყო.

The post მარკ იუსო: ბიტკოინის ფასი 235.000 დოლარი გახდება appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   20 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 17 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • GoogleAssociationService(2)
    • Freeman
    • Googlebot(3)