Jump to content
×
×
  • Create New...

ახალქალაქის მერიამ 2018-2019 წლებში 724,800 ლარი დახარჯა წყლის სისტემის ხარვეზიან მშენებლობა-რეაბილიტაციაზე.


Recommended Posts

  • ფორუმელი
ახალქალაქის მერიამ 2018-2019 წლებში 724,800 ლარი დახარჯა წყლის სისტემის ხარვეზიან მშენებლობა-რეაბილიტაციაზე. admin Fri, 05/07/2021 - 20:07

ახალქალაქის მერიამ 2018-2019 წლებში 724,800 ლარი დახარჯა წყლის სისტემის ხარვეზიან მშენებლობა-რეაბილიტაციაზე.

პანდემიის დროს მოსახლეობას კვლავ წყლის პრობლემები აქვს: 1,285 ოჯახს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ხოლო 252 ოჯახი მხოლოდ საკუთარი ჭებით სარგებლობს.

მუნიციპალიტეტის სოფლების თითქმის ნახევარში წყლის სისტემები მერიის დაფუძნებულ ა(ა)იპ - ახალქალქის სერვისცენტრს აბარია, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ აქვს.

წყლის სისტემები გამწმენდი და წყლის დაქლორვის საშუალებებით არ არის აღჭურვილი და წყლის ხარისხის შემოწმება არ ხდება.

ამას გარდა, 2018-2019 წლებში, ახალქალაქის მერიამ 243,500 ლარი დახარჯა ისეთი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, რომლებიც არ ფუნქციონირებს.

2018-2019 წლებში ახალქალაქის მერიამ წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 724,800 ლარი დახარჯა, თუმცა, როგორც აუდიტის დასკვიდან ირკვევა, მიუხედავად დახარჯული თანხებისა წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.

მიუხედავად მშენებლობა/რეაბილიტაციაში დახარჯული თანხებისა, ახალქალაქის მერიამ ვერ უზრუნველყო პროექტების დროულად და ხარისხიანად დასრულება, რის შედეგადაც მოსახლეობას კლავ ექმნება წყალთან დაკვშირებით პრობლემები. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17,052 ოჯახიდან 1,285 ოჯახს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ხოლო 252 ოჯახი საკუთარი ჭებით სარგებლობს.

მუნიციპალიტეტის 36 სოფლის წყალმომარაგებას შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” უზრუნველჰყოფს, ხოლო დანარჩენ 29 სოფლისათვის წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა და მისი გამართული ფუნქციონირების რეგულირება ევალება მუნიციპალიტეტის დაფუძნებულ ა(ა)იპ – ახალქალქის სერვისცენტრს.

ახალქალაქის სერვისცენტრს არ გააჩნია მომსახურების შესაბამისი ლიცენზია, შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგება ხორციელდება არაუფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ. აღსანიშნავია, რომ წყლის სისტემები არ არის აღჭურვილი გამწმენდი და წყლის დაქლორვის საშუალებებით, ამასთანავე, სოფლის მოსახლეობაზე მიწოდებული წყლის ხარისხი შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით არ მოწმდება.

2018-2019 წლებში მოწყობილი წყალმომარაგების პროექტები, დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტმა საბიუჯეტო რესურსის ხარჯვის მიუხედავად, ზოგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო პროექტების დროულად და/ან ხარისხიანად დასრულება და მოსახლეობის ნაწილს წყალი ისევ შეფერხებით ან წყლის ძველი სისტემებით მიეწოდება.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მერიამ არა მხოლოდ წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა ხარვეზებით, არამედ 2018-2019 წლებში 243,500 ლარი დახარჯა ობიექტების რეაბილიტაციაზე, რომლებიც არ ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტებზე სრულად არის შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ფუნქციონირებისთვის საჭიროა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება. ახალქალაქის მერიას 2018-2019 წლებში დამატებითი ღონისძიებები არ განუხორციელებია, რათა უზრუნველყო იმ ობიეტების ფუნქციონირება, რომელთა რეაბილიტაციაზეც 243,500 ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. უფუნქციო ობიექტებს შორის არის ორი კლუბი, ორი მინი-სტადიონი, ორი სოფლის წყალსადენი და სამი ამბულატორიის შენობა.

წყარო

აუდიტის ანგარიში https://bit.ly/3c8EkhB

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-05/182913696_2947600582182039_3380097871150350990_n.jpegმაისი 2021 2021 Author სალომე კვირიკაშვილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share