Guest Merlin Posted 7 მაისი, 2021 Posted 7 მაისი, 2021 ოთხი კრიპტო ვეტერანი პირობას დებს, რომ ყოველწლიურად მათი ქონების 1%-ს ქველმოქმედებას გადასცემს. კრიპტოვალუტის და Blockchain ტექნოლოგიის სექტორის ოთხი ვეტერანი დამფუძნებელთა წრეს შეუერთდა. ეს არის ერთგვარი ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს The Giving Block–ის კრიპტოვალუტაზე ფოკუსირებულ საქველმოქმედო აქციას. Crypto Giving Pledge-ი ხელს უწყობს კრიპტოვალუტის ინვესტორებსა და ბიზნესებს, რომ მათ ყოველწლიურად თავიანთი აქტივების 1% საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცენ. ინიციატივა The Giving Block–ის მანდატის ნაწილია, რომელიც გაზრდის საქველმოქმედო საქმიანობასა და საშუალებას აძლევს მეტ არაკომერციულ ორგანიზაციას მიიღონ კრიპტოვალუტის შემოწირულობები. Giving Block-მა დამფუძნებლების წრე შემოიკრიბა, რათა ხელი შეუწყოს ინიციატივას და ასევე მიიწვია მრავალი ინდუსტრიის ლიდერი. გასული კვირის განმავლობაში, დამფუძნებელთა წრე მიესალმა კიდევ ოთხ წევრს, რომელთა შორის რაიან სელკისიც გახლდათ, რომელიც კომპანია Messari-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. დენ მატუშევსკი CMS Holdings–ის დამფუძნებელი და Circle Trade–ის ყოფილი ხელმძღვანელიც ჯგუფის წევრი გახდა. ასევე ალიანსს შეურთდა ქიაო ვენგი DeFi Alliance–დან. The post The Giving Block-ი კრიპტოვალუტაზე ფოკუსირებულ საქველმოქმედო აქციას იწყებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა