Guest Merlin Posted 7 მაისი, 2021 Posted 7 მაისი, 2021 პარასკევს, 7 მაისს ციფრული ვალუტის ბაზარი წინა დღესთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. დღეს ბიტკოინის ფასი 57.300 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. დღის განმავლობაში ციფრული ვალუტის ფასი მხოლოდ 0.32%-ით შემცირდა. ანალიტიკოსების თქმით, ბიტკოინის მომდევნო დონე 57.500 დოლარი უნდა გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კრიპტოვალუტა კვლავ 55.000-სა და 56.000 დოლარის ფარგლებში დაიწყებს მოძრაობას. უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ზრდის მაჩვენებელი 3.24%-ია. ამ ეტაპზე ბიტკოინის ბაზარზე დომინირება კი 44%-ია. რაც შეეხება ეთერიუმის: ეთერიუმის ფასი 3.500 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი კრიპტოვალუტის კურსი 9.45%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ეთერიუმს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგება აქვს, რომელიც 38.7%-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 7 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 488 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post 7 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა