ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 7 მაისი, 2021 Posted 7 მაისი, 2021 გახსოვთ? რუსული საბავშვო ჟურნალი იყო ჩემს ბავშვობაში. მევასებოდა ნამეტნავად. რუსეთში შეიძლება ახლაც გამოდის. ბებია მიკითხავდა და მითარგმნიდა, მე არ ვიცოდი რუსული მაშინ. მურის ბავშვობის მეტსახელიც შეიძლება ყოფილიყო კიდევ დილა იყო ქართული. ძლიერ მიყვარდა. სოფელში გამოწერილი გვქონდა და ფოსტალიონს მოჰქონდა. სულმოუთქმელად ველოდი ხოლმე. ბოცოს და გვანცას კომიქსი იყო შიგ, დროში მოგზაურობდნენ და საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში იჩითებოდნენ. კიდევ ბოლოკა და ყვანჩალა იყვნენ, ეგეც კომიქსი. ეგენი მგონი დედამიწის გარშემო მოგზაურობდნენ თუ რაღაცას ჩალიჩობდნენ, ათასნაირი თავგადასავალი ჰქონდათ მოკლედ. სხვა რამეებიც იყო, უბრალოდ ეგ კომიქსები განსაკუთრებით ჩამებეჭდა. ქალაქში მურზილკა, სოფელში დილა... რაღა მამკლავდა? ბოცოს და გვანცას კომიქსს გავაცოცხლებდი, ხარისხიან სადიდო ანიმაციას გადავიღებდი, სადაც ბლომად ექშენი იქნებოდა. ბოლოკა და ყვანჩალა კიდევ საბავშვო მულტფილმად გაცოცხლდებოდა. თუმცა შეიძლება მაგისგან უფრო სადიდო, სატირულ-პაროდიული ანიმაცია გამოსულიყო. ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა