Guest Merlin Posted 7 მაისი, 2021 Posted 7 მაისი, 2021 საქართველოს ეროვნული ბანკი, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს. პროექტის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. ციფრული ლარის პროექტზე მედიასთან ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი გასული წლის განმავლობაში ციფრულ ვალუტებსა და ეკონომიკისთვის მათ პოტენციურ სარგებელს სწავლობდა. წელს კი პროექტი აქტიურ ფაზაში შევიდა, რაც საერთაშორისო მასშტაბით პარტნიორი ტექნოლოგიური კომპანიების მოძიებას და მათთან თანამშრომლობას გულისხმობს. ლეჟავას განცხადებით, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი იქნება თუ არა ციფრული ლარის ტექნოლოგია ბლოკჩეინზე დაფუძნებული: „იქნება ეს ბლოკჩეინი თუ რაიმე სხვა მთავარია რომ ციფრული ლარის ტექნოლოგია თავსებადი იყოს სხვა ტექნოლოგიებთან და მისი პლატფორმის ინტეგრირება მარტივად შეიძლებოდეს სხვადასხვა ტიპის ფინტექ ორგანიზაციებისთვის და ბანკებისთვის.“ ეროვნული ბანკის ვიცე – პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ციფრულ ლარს ქართველი მომხმარებელი წარმატებულად აითვისებს: „მოლოდინი საკმაოდ ოპტიმისტური გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი დაკვირვებით, ქართველი მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად ითვისებს ახალ ტექნოლოგიებს, მათ შორის ფინანსურ სექტორშიც. ამის კარგი მაგალითია უკონტაქტო გადახდები, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე.“ ციფრული ლარის საპილოტე პროექტის ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება. წყარო: https://www.nbg.gov.ge The post საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტს განიხილავს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა