Jump to content
×
×
  • Create New...

Bitstamp-ი აშშ-ს მომხმარებლების მოსაზიდად მარკეტინგულ კამპანიას იწყებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Bitstamp_101.original-300x167.jpg

Bitstamp-მა აშშ-ში გაფართოება მომხმარებელთა 570%–იანი ზრდის შემდეგ გადაწყვიტა.

კრიპტო სივრცეში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბირჟამ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ-ში უფრო მეტი მომხმარებლის მოსაზიდად მცდელობას გააძლიერებს.

Bitstamp– ის განცხადებით, კრიპტოვალუტის ბირჟა დაიწყებს მარკეტინგულ კამპანიას, რომლის მიზანი იქნება საცალო ინვესტორების განათლება ციფრული ვალუტის შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში კრიპტოვალუტების ფასების მნიშვნელოვანი მატების შემდეგ გუნდში პერსონალის რაოდენობა 50%–ით გაიზრდა.

Bitstamp–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯულიან სოიერმა მედიასთან საუბარის დროს აღნიშნა, რომ კომპანიამ საცალო ინვესტორებისა და აშშ-ს ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან დაინტერესების გაზრდა 2020 წელს დაიწყო. მისი თქმით, კომპანიის უსაფრთხოება და გამჭვირვალობა უპირატესობას მისცემს ნებისმიერ ადგილობრივ ბაზარზე და იქნება ერთ-ერთი კონკურენტული ძალა ამ სფეროში.

”კრიპტოვალუტა არის ფინანსური მომსახურების ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი და ჩვენ ვაპირებთ, ვიყოთ ლიდერი მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიან ფინანსურ ბაზარზე,” – განაცხადა Bitstamp–ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

The post Bitstamp-ი აშშ-ს მომხმარებლების მოსაზიდად მარკეტინგულ კამპანიას იწყებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share