Jump to content
×
×
  • Create New...

სამოთხე


კარქი გოგო
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
7 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

მოკლედ ყოველ დილით ჯერ კისერი გაახურე (თავის მოძრაობა აქეთ-იქით, წინ და უკან, დიაგონალზე ორივე მხარეს, მაღლა ახედავა და დაბლა ჩამოხედვა) ფაქიზად, მკვეთრი მოძრაობების გარეშე, ამპლიტუდას ნელ-ნელა მოუმატე. შენთვის შეიძლება ესეც კი უკვე შემაწუხებელი იყოს და მიეჩვიე ნელ-ნელა. ამის მერე იწყებ თავის ტრიალს. აქაც ფაქიზად, მკვეთრი მოძრაობების და უაზროდ დიდი ამპლიტუდის გარეშე. დაიწყე ერთი მიმართულებით ტრიალი თავის, რომ ატყობ რომ ცუდად ხდები, გაჩერდი. ცოტას დაისვენებ და ახლა მეორე მხარეს დაატრიალებ. ეს ორი მისვლა. თავიდან ოთხი რომ გააკეთო ყოველ დილას, გეყოფა. ნელ-ნელა უნდა გადაწიო ეს ზღვარი, უნდა მოუმატო გამეორებებს და მისვლებს. იახტ-კლუბის თანამშრომელი ალაპარაკეს, კაციშვილს არ ვიცნობ, ვისაც თხუთმეტჯერ შეუძლია თავის დატრიალება და ცუდად ხდება გემზეო.

აქ თავიდან კისრის მოძრაობების აღწერისას აქეთ-იქით გახედვა გამომრჩა. ანუ თავის აქეთ-იქით გადაწვენის გარდა რომ გაიხედ-გამოიხედავ.  დანარჩენი ეგრე. თვალგახელილი უფრო ადვილი დონეა, თვალდახუჭული - რთული.

 

 

7 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

უშუალოდ მგზავრობის დროს: ეცადე გვერდით არ იყურო. სპეციალური სავარძლებიც კი არის თურმე, აქეთ-იქიდან ფარები აქვს და გვერდით ყურების საშუალებას არ გაძლევს. არ უნდა იყო არც ძალიან მაძღარი და არც ძალიან მშიერი. ალკოჰოლი ნაწილობრივ აყუჩებს ამ ვესტიბულარულ პანიკას, მაგრამ სასმელმა სახლში სუფრაზე მჯდომსაც შეიძლება აგირიოს გული, ამიტომ შენი დოზა უნდა იცოდე კარგად. ასევე ერთი ქალი წერდა კომენტარებში, მე ყურსასმენების გაკეთება რომ დავიწყე,მეშველა ეგრევეო. შეგიძლია სცადო ეგეც, ცდა ბედის მონახევრეა.

მგზავრობის დროს ურჩევენ ჰორიზონტს უყურო წინ. კიდევ ფეხებით სიარულის იმიტაცია რომ აკეთო. ასევე კოჭა (ჯანჯაფილი) ეხმარებაო გარკვეულწილად. რა თქმა უნდა ღია ფანჯარა და სუფთა ჰაერი.

 

 

7 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

კიდევ არის საკთარი ღერძის გარშემო ტრიალები. მაღლა ყურებით და წინ ყურებით; მაღლა ურებისას ჭერში აშვერილი თითის ცქერით და ამის გარეშე. თვალახუჭული და თვალგახელილი. ესენი პერიოდულად შეგიძლია აკეთო ხოლმე დღის განმვალობაში, ამუღამო, ნელ-ნელა მოუმატო.

აი ეს ვარჯიშებიც მოვიძიე უბრალო ტრიალების გარდა. ესენი უფრო ადვილებია ღერძის გარშემო ხანგრძლივ ტრიალთან შედარებით, თუმცა შენთვის ექნება ეფექტი. რუსული თუ არ იცი, არა უშავს, თვალსაჩინოდ აჩვენებს კაცი.

 

 

გამოცდილი მოგზაურების საუბრებს ვისმინე და ყველა ამბობს, რომ მიჩვევაზეა.  ერთმა კაიფის დაჭერაც კი ისწავალა - ძლიერი ღელის დროს ჩავდივარ ტრიუმში, აქეთ-სარკეებში ვუყურებ ყველგან სხვადასხვა მხარეს რომ ქანაობს გამოსახულება და თრობის მსგავი შეგრძნება ჩნდებაო.

 

აბებს, წვეთებს და პლასტირებს არ გიკოპირებ, მათზე სადაც იყო საუბარი, გადავახტი. ჯობია შენით დაძლიო.

 

 

@კარქი გოგო ეს პოსტი შეგიძლია შეინახო და იხელმძღვანელო ხოლმე.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

 

დასაბმელი ვხდები ამ სიმღერაზე. მკვლეი იღვიძებს ჩემში. ეგრევე ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მივიწევ ხოლმე და ძლივ მაკავებენ.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

 

დასაბმელი ვხდები ამ სიმღერაზე. მკვლეი იღვიძებს ჩემში. ეგრევე ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მივიწევ ხოლმე და ძლივ მაკავებენ.

რას იგონებ ეხლა? მართლა ამბობ?

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, კარქი გოგო said:

რას იგონებ ეხლა? მართლა ამბობ?

რას ვიგონებ კაცო. ახლაც მოსმენის გარეშე დავლინკე. ძალიან მოქმედებს.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   416 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 415 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(2)