Jump to content
×
×
  • Create New...

სამოთხე


კარქი გოგო
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ვინც არ ყოფილხართ სვანეთში, პირველივე შანსი გამოიყენეთ და წადით. მათზე უფრო კეთილგანწყობილი, მეგობრული და იუმორით სავსე ხალხი, ცოტა მინახავს, რომ არაფერი ვთქვა ბუნებაზე და გემრიელ საჭმელზე. 

76C0458F-22D9-44D5-945B-B53BBFDE29C4.jpeg

9AC4E525-AAE6-43AA-BA08-37383C70BD08.jpeg

3F964D8D-F2DB-40AC-B5EC-CE4EFCE7DC93.jpeg

35727F98-631B-44DC-AAE2-1D8A61FA6C40.jpeg

A337861A-EF93-4688-9F99-5CDDF86F7AAC.jpeg

Edited by კარქი გოგო
Share on other sites

  • ფორუმელი

ვყოფილვარ და კინაღამ სიძედაც დამიტოვეს :) რა თქმა უნდა კიდევ წავალ არაერთხელ. ჩასიძების გამო არა :D რამდიმე დღე არაა საკმარისი, უნდა იბოდიალო უღრან და არატურისტულ ადგილებშიც, იცხოვრო კარავში დიდი ხნით, ამბები. თუმცა ხუთდღიანის კვალობაზე საკმაოდ დატვირთული გამოგვივიდა მაშინაც.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ვყოფილვარ და კინაღამ სიძედაც დამიტოვეს :) რა თქმა უნდა კიდევ წავალ არაერთხელ. ჩასიძების გამო არა :D რამდიმე დღე არაა საკმარისი, უნდა იბოდიალო უღრან და არატურისტულ ადგილებშიც, იცხოვრო კარავში დიდი ხნით, ამბები. თუმცა ხუთდღიანის კვალობაზე საკმაოდ დატვირთული გამოგვივიდა მაშინაც.

კარავი და საველე პირობები დიდად არ მხიბლავს, მირჩევნია საწოლში მეძინოს და კბილებს ადამიანუტად ვიხეხავდე, მაგრამ აი სვანეთში რადგან იყავი, მიხვდები რა შეგრძნებებზე ვსაუბრობ. სადღაც რო წაბოდოალდები, მთელი დღე სრულ სიჩუმეში და სიმწვანეში დაეგდებო, ენგურის ღრიალს თუ არ ჩავთვლით და საღამოს რომ მესტიაში რამე გემრიელს შეჭამ??ვაიმეეე ჩემი სიყვარულია სვანეთი???შარშან მოვიწამლე რაა, რას მივდიოდი!

Share on other sites

  • ფორუმელი

@კარქი გოგო დაიწყე ვესტიბულარული აპარატის ვარჯიშები, გეუბნები. იქნებ გიშველოს და აღარ გახდე ცუდად. 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
21 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

@კარქი გოგო დაიწყე ვესტიბულარული აპარატის ვარჯიშები, გეუბნები. იქნებ გიშველოს და აღარ გახდე ცუდად. 

ეგ ვარჯიშები არის თავბრუსხვევისთვის და თავბრუ არ მეხვევა მე, პირდაპირ საქმეზე გადავდივარ :D

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, კარქი გოგო said:

ეგ ვარჯიშები არის თავბრუსხვევისთვის და თავბრუ არ მეხვევა მე, პირდაპირ საქმეზე გადავდივარ :D

ერთი მექანიზმია. თავიდან მოდის ყველაფერი, კუჭსაც თავი აძლევს სიგნალს. ახლა ვსწავლობ საკითხს იუთუბზე. 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ერთი მექანიზმია. თავიდან მოდის ყველაფერი, კუჭსაც თავი აძლევს სიგნალს. ახლა ვსწავლობ საკითხს იუთუბზე. 

:D მიდი, მიდი და გამარკვიე. მარტო გოგოების ყურება ინსტაგრამზე სადაური წესია?

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, კარქი გოგო said:

მიდი, მიდი და გამარკვიე

მოკლედ ყოველ დილით ჯერ კისერი გაახურე (თავის მოძრაობა აქეთ-იქით, წინ და უკან, დიაგონალზე ორივე მხარეს, მაღლა ახედავა და დაბლა ჩამოხედვა) ფაქიზად, მკვეთრი მოძრაობების გარეშე, ამპლიტუდას ნელ-ნელა მოუმატე. შენთვის შეიძლება ესეც კი უკვე შემაწუხებელი იყოს და მიეჩვიე ნელ-ნელა. ამის მერე იწყებ თავის ტრიალს. აქაც ფაქიზად, მკვეთრი მოძრაობების და უაზროდ დიდი ამპლიტუდის გარეშე. დაიწყე ერთი მიმართულებით ტრიალი თავის, რომ ატყობ რომ ცუდად ხდები, გაჩერდი. ცოტას დაისვენებ და ახლა მეორე მხარეს დაატრიალებ. ეს ორი მისვლა. თავიდან ოთხი რომ გააკეთო ყოველ დილას, გეყოფა. ნელ-ნელა უნდა გადაწიო ეს ზღვარი, უნდა მოუმატო გამეორებებს და მისვლებს. იახტ-კლუბის თანამშრომელი ალაპარაკეს, კაციშვილს არ ვიცნობ, ვისაც თხუთმეტჯერ შეუძლია თავის დატრიალება და ცუდად ხდება გემზეო.

კიდევ არის საკთარი ღერძის გარშემო ტრიალები. მაღლა ყურებით და წინ ყურებით; მაღლა ურებისას ჭერში აშვერილი თითის ცქერით და ამის გარეშე. თვალახუჭული და თვალგახელილი. ესენი პერიოდულად შეგიძლია აკეთო ხოლმე დღის განმვალობაში, ამუღამო, ნელ-ნელა მოუმატო.

უშუალოდ მგზავრობის დროს: ეცადე გვერდით არ იყურო. სპეციალური სავარძლებიც კი არის თურმე, აქეთ-იქიდან ფარები აქვს და გვერდით ყურების საშუალებას არ გაძლევს. არ უნდა იყო არც ძალიან მაძღარი და არც ძალიან მშიერი. ალკოჰოლი ნაწილობრივ აყუჩებს ამ ვესტიბულარულ პანიკას, მაგრამ სასმელმა სახლში სუფრაზე მჯდომსაც შეიძლება აგირიოს გული, ამიტომ შენი დოზა უნდა იცოდე კარგად. ასევე ერთი ქალი წერდა კომენტარებში, მე ყურსასმენების გაკეთება რომ დავიწყე,მეშველა ეგრევეო. შეგიძლია სცადო ეგეც, ცდა ბედის მონახევრეა.

კიდევ თუ რამეს გავარკვევ, დავწერ. 

 

 

@Mulan @Moor ის წიგნში მოკირკიტე სმაილი რომ იყო, რატომ წაშალეთ? კიდევ ბევრი კარგი სმაილია გამქრალი.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share