Jump to content
×
×
  • Create New...

ავსტრალიაში შესაძლოა, Blockchain-ზე მიწის რეესტრის სისტემა დაფუძნდეს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_1052723972-300x169.jpg

ავსტრალიის სენატის ერთ-ერთი კომიტეტი Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მიწის რეესტრის შექმნას მოითხოვს.

ავსტრალიის სენატის კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც ითვალისწინებს Blockchain-ზე დაფუძნებულ მიწის რეესტრის სისტემას, რაც გულისხმობს კანონმდებლობის დახვეწას, მეტ გაჭვირვალობას Blockchain ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშიებით და განაგრძობს მცდელობებს განაწილებული ლეჯერ ტექნოლოგიის საერთაშორისო სტანდარტებზე მოსარგებად.

აღნიშნულ მოხსენებაში აღწერილია 23 რეკომენდაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლებმა. დოკუმენტი ასევე მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს მომხმარებლების მონაცემების გამჭვირვალობისა და კორპორატიული დაბეგვრის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური მარეგულირებლის საბჭოს კიბერ სამუშაო ჯგუფი მონაცემთა საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მექანიზმებს ითვალისწინებს.

კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა ეროვნულ კაბინეტს, განიხილოს Blockchain-ზე დაფუძნებული მიწის ეროვნული რეესტრის მხარდაჭერა, როგორც მარეგულირებელი ტექნოლოგიის შესახებ თანამეგობრობისა და სახელმწიფოსთან თანამშრომლობის საპილოტე პროექტი, რომელიც ხაზს უსვამს ადმინისტრაციული პროცესების გამარტივების გზებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

The post ავსტრალიაში შესაძლოა, Blockchain-ზე მიწის რეესტრის სისტემა დაფუძნდეს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share