Guest Merlin Posted 5 მაისი, 2021 Posted 5 მაისი, 2021 ყირგიზეთში ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების ფონზე, ყოფილი მთავრობის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტის მოპოვება ენერგეტიკული კრიზისის მთავარი ფაქტორია, რის გამოც მთავრობის დღის წესრიგში დაბრუნდა ელექტეო ენერგიის ტარიფის გაზრდა. დენიარ აკმატოვმა, ინვესტიციების დაცვისა და დაცვის სააგენტოს სახელმწიფო ორგანიზაციის ყოფილმა დირექტორმა, ბიშკეკში გამართულ მრგვალ მაგიდაზე ისაუბრა ყირგიზეთის ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Tazabek-ი ავრცელებს. დენიარ აკმატოვმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორს უქმნის პრობლემებს, ისევე როგორც სხვა ფაქტორები, როგორიცაა ყირგიზეთის ენერგოინვესტიციებისთვის არცთუ სახარბიელო ხელშეწყობა. ”ციფრული ვალუტის მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა და ამან გამოიწვია ენერგეტიკული კრიზისი”, – თქვა აკმატოვმა და დასძინა: ”ადგილობრივი ვალუტა დოლარის კურსის ზრდის გამო გაუფასურებულია, ყირგიზეთი კი იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და ქვეყანაში არსებული ტარიფები ასევე მასზეა დამოკიდებული”. შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა, ცოტა ხნის წინ, მთავრობას შესთავაზა ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფების გაზრდა, როგორც ენერგიის მიმდინარე დეფიციტის აღმოფხვრის გზა. The post დენიარ აკმატოვი: მაინინგი ყირგიზეთის ენერგეტიკის სექტორს პრობლემებს უქმნის appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა