Guest Georgia Posted 5 მაისი, 2021 Posted 5 მაისი, 2021 პარიზის სენა-სენ-დენის უბანი ახლა შეიძლება ჯერ არ არის რამით ღირსშესანიშნავი, თუმცა მალე, 2024 წელს, აქ მსოფლიოში სპორტული ღონისძიების ჩასატარებლად ყველაზე დიდი სცენა იქნება. საფრანგეთის დედაქალაქის ჩრდილოეთი ნაწილის ამ გარეუბანში ოლიმპიური ნაგებობები აშენდება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქ მხოლოდ ის შენობები იქნება, რომლებიც აუცილებელია და თითოეულ მათგანს გარკვეული ფუნქცია ექნება. მაგალითად, იქნება ოლიმპიური საცურაო აუზი და ახალი ოლიმპიური სოფელი სენა-სენ-დენის უბანში, სადაც ახალი ინფრასტრუქტურული ნაგებობების 80% აშენდება. ასეთი რადიკალური ცვლილების შედეგად, გაშენდება ლამაზი ხეებით გაფორმებული ბულვარები, აიგება თანამედროვე შენობა-ნაგებობები, მდინარე სენის ნაპირებზე კი მშვიდი საცხოვრებელი სივრცეები შეიქმნება. თუმცა ამ ტერიტორიაზე, რომელიც ოლიმპიური სოფლისთვის შეირჩა, ადგილობრივ მცხოვრებლებს აქაურობის დატოვება მოსთხოვეს. ბუბაკარ დაილო ერთ-ერთია, ვინც სენა-სენ-დენის რაიონში მიგრანტი მუშებისთვის განკუთვნილ ჰოსტელში ცხოვრობს. აქ კიდევ 300 ადამიანი ცხოვრობდა, ზოგი რამდენიმე ათწლეულიც კი. თუმცა მათ 3 თვე მისცეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. ბუბაკარისთვის გაუგებარია, რატომ უნგრევენ მათ ცხოვრებას, როდესაც ოლიმპიური თამაშები ერთი ან ორი თვით გრძელდება. მისი აზრით, ოლიმპიური თამაშები მხოლოდ მიზეზი იყო, რომ გამოესახლებინეთ იქ მცხოვრები ადამიანები. როდესაც იკითხეს, შეძლებდნენ თუ არა დაბრუნებას თამაშების დასრულების შემდეგ, მათ უარი მიიღეს. მისი თქმით, მთავრობა სარგებლობს ასეთი სიტუაციებით, რომ გადააკეთონ და შეცვალონ რაიონები და გაასახლონ ის მცხოვრებლები, რომლებიც არ უნდათ, რომ იქ იყვნენ. დროებითი საცხოვრებლები კომპანია „სოლიდეომ“ ააშენა. ეს კომპანია პარიზის ოლიმპიური კომიტეტის სამშენებლო პროექტებს გაუწევს ზედამხედეველობას. მისი გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მათ დროებითი საცხოვრებელი სახლები ძველი ადგილიდან 300 მეტრის მოშორებით მოაწყვეს. მან ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლისთვის ოლიმპიური სოფლისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ყველა შენობის დემონტაჟი უნდა დასრულდეს. ადგილობრივ მცხოვრებელებს ასევე არ სჯერათ, რასაც მათ მთავრობა ჰპირდება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მომავალი წლისთვის მუდმივ საცოხვრებელ ფართს გადასცემენ. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახლა მათ ადგილობრივები უკვე ხელს აღარ უშლიან. სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიები, მარკეტინგი, სპონსორები, ბილეთების გაყიდვა და ტურიზმი – ეს ყველაფერი მოგებას მოუტანს პარიზს, თუმცა თამაშების დაწყებამდე ზოგიერთს ისეთი განცდა აქვს, რომ უკვე წააგო. Euronews Georgia Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა