Guest Merlin Posted 5 მაისი, 2021 Posted 5 მაისი, 2021 2021 წლის აღდგომას ამერიკაში მომხმარებლებმა დაახლოებით $21.6 მილიარდი დახარჯეს. ეს წინა წლის მაჩვენებელს – $21.7 მილიარდს მცირედით ჩამორჩება. მონაცემები National Retail Federation-მა (NFR) და Prosper Insights & Analytics-მა წარადგინეს ერთობლივ, ყოველწლიურ კვლევაში. ბოლო წლებში, მიუხედავად პანდემიისა, ამერიკაში ერთი ადამიანის მიერ სააღდგომოდ დახარჯული თანხის ოდენობა სტაბილურად იზრდება. მაგალითად, თუ 2019 წელს ეს მაჩვენებელი საშუალოდ $151.25-ს შეადგენდა, 2020 წელს $178.85-მდე გაიზარდა, 2021 წელს კი $179.70-ს მიაღწია. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. აქედან უმეტესი ნაწილი – საშუალოდ $52.50 – საჭმელზე, $31.06 – საჩუქრებზე, ხოლო $25.22 ტკბილეულზე გადანაწილდა. მთლიანობაში, სააღდგომო საკვებზე ამერიკელებმა $6.32 მილიარდი დახარჯეს. ყველაზე დიდი რაოდენობით ნაყიდი პროდუქტი, რა თქმა უნდა, კვერცხია. Insider-ის მონაცემებით, ყოველწლიურად, აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნად, 180 მილიონი კვერცხი იყიდება. კვლევის მიხედვით, საერთო ჯამში, აშშ-ში $3.04 მილიარდი დაიხარჯა ტკბილეულზე, $1.43 მილიარდი – დეკორაციებსა და $1.08 მილიარდი – მისალოც ბარათებზე. ამავე კვლევის მონაცემებით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მოსახლეობის 35%-მა ონლაინშოპინგს მიანიჭა უპირატესობა, 23%-მა კი – მცირე ბიზნესებსა და ადგილობრივ მაღაზიებს. აღსანიშნავია, რომ აღდგომის ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს დღესასწაულის შემდეგ მაღაზიებში არსებულ ფასდაკლებებს. NRF აცხადებს, რომ აღდგომის შემდგომი ფასდაკლებებით სარგებლობს იმ ადამიანების ნახევარზე მეტი (52%), რომლებიც ამ დღესასწაულს საერთოდ არ აღნიშნავენ. თითოეული მათგანი ფასდაკლებებზე დაახლოებით $21-ს ხარჯავს და ამ თანხის 37% ტკბილეულზე მოდის. NFR-ის პრეზიდენტმა მეთიუ შეიმ განაცხადა, რომ ამერიკელებმა უფრო დიდი ენთუზიაზმით აღნიშნეს 2021 წლის აღდგომა, რაც, მისი თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ამერიკის გადარჩენის გეგმისა და ვაქცინაციის სწრაფი ტემპის დამსახურებაა. აშშ-ისგან განსხვავებული ვითარება იყო დიდ ბრიტანეთში. Finder-ის ცნობით, აღდგომის დღესასწაული მოსახლეობის დაახლოებით 74%-მა აღნიშნა. ერთი ადამიანის მიერ დახარჯული თანხა საშუალოდ £25 შეადგენდა, რაც წინა წლის მონაცემებს 10%-ით, 2019 წლის მაჩვენებელს კი 18%-ით ჩამორჩება. მთლიანობაში, ბრიტანელებმა 2021 წლის აღდგომის აღსანიშნად £810 მილიონი დახარჯეს, რაც 2020 წელთან შედარებით, 10%-ით და 2019 წელთან შედარებით, 26%-ით ნაკლებია. ამ ყველაფრის მიზეზი ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდსიტუაციის გამო მოქმედი შეზღუდვები იყო. The post აღდგომის ეკონომიკა appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა