Guest Merlin Posted 4 მაისი, 2021 Posted 4 მაისი, 2021 ბოლო დროს ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის მიმართ არცთუ პოზიტიური განცხადებები გააკეთა, რაც შემდეგ მათ ქმედებებშიც აისახა. ამან კი საზოგადოებაში გარკვეული პროტესტი გამოიწვია. საქმე იქამდე მივიდა, რომ, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა, უცნობმა პიროვნებამ, ცენტრალური ბანკის შენობაზე გააკეთა ლაზერული პროექცია, წარწერით – „ამას ბიტკოინი გამოასწორებს“. აღნიშნული პროექცია მხოლოდ ბიტკოინს არ შეეხებოდა. ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის მონეტრალური პოლიტიკა, როგორც ჩანს, სხვა ასპექტებშიც მიუღებელია მომხმარებლებისათვის, ამიტომ პროტესტი მხოლოდ ბანკის კედლით არ შემოიფარგლა და მალე ბრიტანეთის პარლამენტის კედელზეც გამოჩნდა იგივე ლაზერული პროექცია. მომხმარებლების პროტესტი გამოწვეულია კრიზისული სიტუაციით, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკა პანდემიის პერიოდში განიცდის. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ცენტრალური ბანკი პარალელურ რეჟიმში ციფრულ ვალუტის შექმნაზე მუშაობს. ჯგუფზე დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში, სამუშაო ჯგუფი შეისწავლის გაერთიანებულ სამეფოში სტაბილკოინის დიზაინთან, განხორციელებასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ წინასწარ საკითხებს. სამუშაო ჯგუფი ასევე დაუკავშირდება დაინტერესებულ მხარეებს fintech-სა და სხვა შესაბამის ინდუსტრიებში, რათა დადგინდეს და გადაილახოს ტექნოლოგიური დაბრკოლებები ციფრული ვალუტის შექმნის პროცესში. The post დიდ ბრიტანეთში კრიპტოვალუტა პროტესტის გამოხატვის ფორმა გახდა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა