Jump to content
×
×
  • Create New...

ვეგანცი


ფორთოხალი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

რატომ აქვთ აფრიკელ ბავშვებს დიდი მუცელი?


პირველად ეს უცნაური მოვლენა დასავლეთ აფრიკაში, გვინეის ყურეში ინგლისელმა ექიმებმა ჯერ კიდევ 1929 წელს შენიშნეს. მიუხედავად საკვების ნაკლებობისა, ბავშვებს საკმაოდ დიდი ღიპები ქონდათ, მანამდე დიდი მუცელი ზედმეტი ჭამის შედეგი ეგონათ, მაგრამ მაშინ სიმსუქნე მთელს სხეულზე და არა მარტო მუცელზე უნდა ყოფილიყო.
მაშ საიდან ჩნდება მუცელი?! პასუხი ამ კითხვაზე 1944 წელს მიიღეს, გაირკვა რომ ეს ცილების ნაკლებობის ბრალია, ეს მძიმე დისტროფიის ერთ-ერთი სახეობაა სახელად კვაშიორკორი. იგი აღწერა იამაიკელმა ექიმმა სისელი უილიამსმა სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში(lancet)
ცილების ნაკლებობა იწვევს ლიმფური სისტემის დაზიანებას, იგი პასუხისმგებელია სითხის აღდგენაზე ორგანიზმში და იმუნურ სისტემაზე, პროტეინის ნაკლებობა კი იწვევს იმას რომ კუჭიდან და ნაწლავებიდან სითხე არ გადადის კუნთის ქსოვილში და დარჩენილი წყალი მუცლის ღრუს  შეშუპებას იწვევს ღვიძლი კი დიდდება. 
ნორმალური კვების და პროტეინის და მინერალების მქონე დიეტით ორგანიზმი რამოდენიმე თვეში ნორმას უბრუნდება, თუმცა თუ ავადმყოფობამ დიდი ხანი გასტანა, შესაძლოა ფატალური შედეგი დადგეს.
ასე რომ, ჭამეთ ხორცი, თორე გაგეზრდებათ ღიპები

მურივით

Edited by ფორთოხალი

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

საინტერესო თემაა.

 

მთავარ მიზეზად ბევრი ან მაღალკალორიული საკვები არასდროს მეგონა :bis:

Share on other sites

  • ფორუმელი
19 minutes წინ, ფორთოხალი said:

ასე რომ, ჭამეთ ხორცი, თორე გაგეზრდებათ ღიპები

 

+1

საჭიროა

აი ხვალ ვიყიდი და ზეგისთვის ქათმის ხორცის სუპს მოვიმზადებ :fofo:

16 minutes წინ, რედაქცია said:

ხორცი როცა ეზიზღებათ როგორ შეჭამენ?

:yawn:

ეცოდებათ. ვიცი ეგ განცდა რაცაა. რომ უყურებ მთელი სხეული გტკივა. ვერ უყურებ. ჩემთვის ხოცის დამუშავება დღემდე დიდი ტკივილია მარა ვებრძვი საკუთარ თავს! ეგ სულაც არ ნიშნავს რომ ვეგანები და ვეგეტარიანელები კაი ტიპები არიან ემოციურები და მგრძნობიარეები, ეგრე ჰიტლერიც არ ჭამდა ხორცს მარა 6 მილიონი ებრაელი გაასუხარა ნაბიჭვარმა! 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

შენ გძულდეს ჩემნაირად ხორცი და როგორ შეჭამ ნახავ ;(

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
4 minutes წინ, Mulan said:

ეგ სულაც არ ნიშნავს რომ ვეგანები და ვეგეტარიანელები კაი ტიპები არიან ემოციურები და მგრძნობიარეები

:up:

მარტო შეცოდება არამგონია.

ერთს ბიჭებმა ხორცი გაურიეს რაღაც საკვებში და შემდეგ რომ უთხრეს არწყია.

 

მე მეზიზღება მაგალითად ხორცის ფოტოებს რომ ვხედავ, გვამის განცდა მაქვს და ეგრეცაა.

 

ხორცს კი ვჭამ მაგრამ ჩემი ინიციატივით არასდროს მიყიდია და არც მინდება თუ არ არის.

ცხოველები კი ძაან მეცოდება :( 

Edited by რედაქცია
Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, რედაქცია said:

:up:

მარტო შეცოდება არამგონია.

ერთს ბიჭებმა ხორცი გაურიეს რაღაც საკვებში და შემდეგ რომ უთხრეს არწყია.

 

მე მეზიზღება მაგალითად ხორცის ფოტოებს რომ ვხედავ, გვამის განცდა მაქვს და ეგრეცაა.

 

ხორცს კი ვჭამ მაგრამ ჩემი ინიციატივით არასდროს მიყიდია და არც მინდება თუ არ არის.

ცხოველები კი ძაან მეცოდება :( 

მკიდია რაცაა, საჭიროა, მე უფრო ჭვიანი ცოცხალი არსება ვარ და ორგანიზმს ცილა ჭირდება. მეცოდებიან? კი მარა ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო! ძაღლის და დათვის ხორცს არასდროს შევჭამ, ბოდიში ახლა ქათამი და ღორი თუ შევახრამუნე :givi:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Mulan said:

მკიდია რაცაა, საჭიროა, მე უფრო ჭვიანი ცოცხალი არსება ვარ და ორგანიზმს ცილა ჭირდება. მეცოდებიან? კი მარა ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო! ძაღლის და დათვის ხორცს არასდროს შევჭამ, ბოდიში ახლა ქათამი და ღორი თუ შევახრამუნე :givi:

ეგრე ცოცხალი ქათამი მეც მეცოდება და ვერც დავკლავ და ვერც ვუყურებ პროცესს, ვუაბშე ისეთი ღუნღულა წიწილები მყავს, ამათ შეჭმას ვერც კი წარმოვიდგენ, გაზრდილ მდგომარეობაშიც, მარა მრგვლად მოხარშულ დედალს რომ დამიდებენ, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ უნდა ვჭამო ??

 

პ.ს. 7CB454D0-2A4D-4EAC-9F0E-9854479E2E10.thumb.jpeg.3b8d84f3c0227759a32d4ead0481db6f.jpeg

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share