ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 3 მაისი, 2021 Author Posted 3 მაისი, 2021 9 minutes წინ, დათვების მეგობარი said: არადისციპლინირებული ადამიანი = პირუტყვს არასწორად ვთქვი. პირუტყვს ინსტინქტი უკორექტირებს ქცევას, ასწავლის როგორ უნდა მოექცეს საკუთარ თავს, სხვა ცხოველებს, უდგენს ადგილს იერარქიაში.... ადამიანს ეს ჩარჩოები არ აქვს და დისციპლინის გარეშე კარგ შემთხვევაში მხოლოდ დეგრადაციას და თვითგანადგურებას ეძლევა, ცუდში - სხვებისაც. ნუ მე აქ დისციპლინაში თვითდისციპლინაც ვიგულისხმე კი არა და პირველ რიგში ეს. რაც არ უნდა ჭკვიანი იყო, თუ ვერ გააკეთე ის, რაც საჭიროა (და ესაა დისციპლინა), პირუტყვზე უარესი არსების ბედი გელოდება. 5 minutes წინ, ChariotGod said: მორჩილება პირუტყვის თვისებაა. მორჩილება ყველას თვისებაა, ვისაც მიაჩვევ. და ამის გარეშე საზოგადოების არსებობა შეუძლებელია. მორჩილება შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი და იძულებითი. პირველი რა თქმა უნდა უპირატესია, მაგრამ ზოგს იძულებაც სჭირდება. ანუ მარტო თაფლაკვერი (ის სიკეთეეები, რასაც სოციუმში ცხოვრება იძლევა გარკვეული წესების დაცვის სანაცვლოდ) ყოველთვის არაა საკმარისი, ზოგჯერ მათრახიც საჭიროა ის, რომ ჩვენს სოციუმში რომ ეს ყველაფერი ძალიან მახინჯი ფორმითაა რეალიზებული, არ ნიშნავს რომ ზოგადი პრინციპები არასწორია. ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი არავინ- Posted 3 მაისი, 2021 Posted 3 მაისი, 2021 თავდაჯერებული ვარ უფრო რაც მეტად კარგი რაღაცეები მაცვია:დ იაფფასიანი თუ მაცვია რომც მიხდებიდეს ვკომპლექსდები Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 3 მაისი, 2021 Posted 3 მაისი, 2021 სამყაროში არსებობდა ეგეთი წესი რომ ცეცხლს უნდა მოერიდო - წვავს. წარმოიდგინე ამ წესის მადისციპლინირებელი სიმძლავრე. ვოდა ადამიანმა დასძლია ეგ, ვინც ვერ დაძლია დარჩა ცხოველად. წესების მორჩილება არაა ადამიანის მახასიათებელი. კაციჭამიები აკულტივირებენ მაგ თვისებას. შიათ. 21 minutes წინ, დათვების მეგობარი said: ამის გარეშე საზოგადოების არსებობა შეუძლებელია. სამეგობრო წრე გექნება შენ. 2-3-4+ კაცი ერთმანეთში რომ ძმაკაცობთ. გჭირდებათ მაგ საზოგადოებაში ერთად ყოფნისათვის მორჩილება? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 3 მაისი, 2021 Author Posted 3 მაისი, 2021 6 minutes წინ, ChariotGod said: სამყაროში არსებობდა ეგეთი წესი რომ ცეცხლს უნდა მოერიდო - წვავს. წარმოიდგინე ამ წესის მადისციპლინირებელი სიმძლავრე. ვოდა ადამიანმა დასძლია ეგ, ვინც ვერ დაძლია დარჩა ცხოველად ჯერ ერთი შენ არ იცი რა როგორ იყო მართლა. ისიც არ იცი, ეშინოდა თუ არა ოდესმე ადამიანს ცეცხლის პანიკურად (ყველა ცხოველს არ ეშინია, მაგალითად). მეორეც კიდევ, თუ ინსტინქტური შიში დაძლია გონების კარნახით, ესაა სწორედ დისციპლინა. აკეთებ იმას, რაც არ უნდა შენი არსების პრიმიტიულ ნაწილებს. ასევე თუ დაძლევ სიზარმაცეს, ხრაშუნა და ტკბილი ნაგვის ჭამისკენ მიდრეკილებას და ა. შ., მაშინ ხარ ადამიანი. 10 minutes წინ, ChariotGod said: წესების მორჩილება არაა ადამიანის მახასიათებელი ვინ თქვა ეგ? რომც არ იყოს, უნდა ისწავლოს. თუმცა ისწავლა უკვე კარგა ხანია და ამის ხარჯზე არსებობს კაცობრიობა. რა სიმახინჯეც ამას ახლავს იმის ბრალია რომ ა) ზოგი წესი არ ვარგა და ბ) ზოგი წესის მორჩილება ისე არა უზრუნველყოფილი, როგორც სჭიროა. 12 minutes წინ, ChariotGod said: სამეგობრო წრე გექნება შენ. 2-3-4+ კაცი ერთმანეთში რომ ძმაკაცობთ. გჭირდებათ მაგ საზოგადოებაში ერთად ყოფნისათვის მორჩილება? მუდმივად რომ ვცხოვრობდეთ ერთად, მოგვიწევდა რაღაც წესებზე შეთანხმება და მათი მორჩილება. ერთი მაორგანიზებუელი ტიპიც გამოჩნდებოდა ალბათ, სხვებზე ძლიერი, მკაცრი და დისციპლინირებული. ისე არ გამოვიდოდა წესების დაცვა, მითუმეტეს ქართველები ვართ. თუმცა ხანდახან დროს გასატარებლად შეკრების დროსაც ხშირად ხდება საჭირო წესები ან ვინმე ლიდერი და მაგრად აფუჭებს საქმეს ამის არარსებობა. ამიტომ შეიქმნა სუფრის წესი და თამადის ინსტიტუტი თავის დროზე, უაზრო ღრიანცელად რომ არ გადაიქცეს ერთად ყოფნა, დალაგებული. ახლა შესუსტდა ეს, როგორც ყველა ტრადიცია. ასევე ლაშქრობაზე წასვლის დროსაც ხშირად საჭირო ხდება ვინმემ მეთაურობა იკისროს, თორემ აბდაუბედა გამოდის და ზოგჯერ ეს აბდაუბდა საშიშიც შეიძლება გახდეს. და ეს რამდენიმე კაცში და მშვიდობიან დროს. სახელმწიფოს არსებობა როგორ წარმოგიდგენია მორჩილების გარეშე? ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 3 მაისი, 2021 Posted 3 მაისი, 2021 1 საათის წინ, დათვების მეგობარი said: მეორეც კიდევ, თუ ინსტინქტური შიში დაძლია გონების კარნახით, ესაა სწორედ დისციპლინა. დისციპლინის განმარტება წერია ზემოთ. რაღაც სხვა რაღაცას ნიშნავს აშკარად. ნების განმარტებასაც დავაციტირებდი მარა ამოშანთეს დისკურსიდან. ზომბარიკებს არ სჭირდებათ ეგ ცნება. 1 საათის წინ, დათვების მეგობარი said: მუდმივად რომ ვცხოვრობდეთ ერთად, მოგვიწევდა რაღაც წესებზე შეთანხმება და მათი მორჩილება. ი ჩო? ეგ უკვე სხვა საზოგადოება იქნებოდა. ერთიდაიგივე ადამიანებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა ტიპის სოციუმები პრიჩომ ერთდროულად. არის საზოგადოებები რომლებსაც სოციალიზაციისათვის რეპრესირების მექანიზმები არ სჭირდებათ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 3 მაისი, 2021 Author Posted 3 მაისი, 2021 3 minutes წინ, ChariotGod said: დისციპლინის განმარტება წერია ზემოთ მე კიდევ დაგიწერე, რომ დისციპლინაში თვითდისციპლინასაც კი არა და პირველ რიგში მაგას ვგულისხმობდი. ისე ეგ რაღაცნაირი ვიწრო და უჯიშო განმარტებაა, შენ რაც დაწერე. 6 minutes წინ, ChariotGod said: ი ჩო? ეგ უკვე სხვა საზოგადოება იქნებოდა. ერთიდაიგივე ადამიანებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა ტიპის სოციუმები პრიჩომ ერთდროულად. არის საზოგადოებები რომლებსაც სოციალიზაციისათვის რეპრესირების მექანიზმები არ სჭირდებათ. რა მნიშვნელობა აქვს როგორი იქნებოდა? ჩვენი საუბრის თემისთვის მთავარია, რომ იქაც საჭირო იქნებოდა დისციპლინა. რეპრესირების მექანიზმებიც დაგჭირდებოდა (რამე ჯარიმების შემოღება) და თუ ვინმე ძალიან გადაიჯვამდა თავზე, გავასახლებდით. ნუ, ან მოვითმენდით და ყველა დავიტანჯებოდით, ჩვენი პირადი და საზოგადოებრივი პროდუქტიულობაც დაეცემოდა. ან დავიშლებოდით საერთოდ. ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 3 მაისი, 2021 Posted 3 მაისი, 2021 ხოსპაძი.. @დათვების მეგობარი მეგობარო ბავშვობაში პატარა რომ იყავი ბაღში გატარებდნენ. აბსოლიტურად არავისთან არაფერზე არ იყავი შეთანხმებული მარა ხუთიანზე ახერხებდი სოციალიზაციასაც და გართობასაც. მერე დაგადისციპლინირეს და ეხლა უკვე ადამიანთან საურთიერთოდ სპეციალური ინსტიტუტები გჭირდება. პრიჩომ ზოგჯერ ფორმალური. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 3 მაისი, 2021 Author Posted 3 მაისი, 2021 6 minutes წინ, ChariotGod said: მეგობარო ბავშვობაში პატარა რომ იყავი ბაღში გატარებდნენ. აბსოლიტურად არავისთან არაფერზე არ იყავი შეთანხმებული მარა ხუთიანზე ახერხებდი სოციალიზაციასაც და გართობასაც ნუ, უშუალოდ ბაღში შეიძლება მართლა დიდად არ მბოჭავდა არავინ და არაფერი და არ წარმართავდა ჩემს ქცევას (ჯგუფელებთან ურთიერთობას რაც შეეხება, ისე როგორ არა), მაგრამ ჩემს მიერ კიბიდან დაგორებულ ჯგუფელს თუ ვკითხავდით იმ მომენტში, შეიძლება ერჩივნა რომ ვინმეს შევებოჭე ასევე ერთ ჯგუფელ გოგოს რომ ტუალეტსი შეუვარდნენ, დააწიოკეს, დააბულინგეს, ისეტრიკაში ჩააგდეს და წიხლებით შედგნენ, მანდაც ჯობდა ჩარეულიყო ვინმე. თავისით კიდევ არაფერი არ გამოვა, ვიმეორებ. ცხოველები ახერხებენ სოციალიზაციას, რადგან მათი ქცევა ინსტინქტებითაა განპირობებული. ადამიანთან ეს ასე არ მუშაობს, ამიტომ გონების ჩართვა უწევს და რაღაცეებზე შეთანხმება. გონების კარნახის და შეთანხმებების რეალობაში განმახორცილებელი ძალა არის სწორედ დისციპლინა (თვითდისციპლინაც ამაში შემყავს, რადგან როგორც წესი გარე და შიდა ფაქტორები პარალელურად გვადისციპლინირებენ და მათ შორის ზღვარის გავლება რთული თემაა). ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა